საინფორმაციო ფურცელი
ავტოპასუხისმგებლობა TBCI/MTPL-DIGITAL-01/17
საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა

 თქვენ ეცნობით მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის (შემდგომში ტექსტში „ავტოპასუხისმგებლობის“) დაზღვევის ძირითად პირობებს. ეს საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს დაზღვევის პირობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

ეს საინფორმაციო ფურცელი შეიცავს მოკლე ინფორმაციას იმ ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევისას აფორმებთ.
თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენისას, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“.  „პოლისში“ მითითებულია დაზღვევის პირობები. იგი წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. 

„პოლისში“ მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე www.tbcinsurance.geთქვენ მიერ დაზღვევის შეძენისას იგულისხმება, რომ თქვენ დაეთანხმეთ ვებგვერდზე განთავსებულ და „პოლისში“ მითითებულ დაზღვევის პირობებს.

რა არის დაზღვეული ? 

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევისას დაზღვეულია: უფლებამოსილი მძღოლის მიერ, პოლისში მითითებული ავტომობილის მართვისას, მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანი.

 

 

რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?

თქვენ დაზღვეული იქნებით საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა). 

 

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:

დაზღვევის შესაძენად თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა შეიძლება იყოს სადაზღვევო პრემიის გადახდა. პრემიის გადახდის გრაფიკს, მზღვეველთან შეთანხმებით, თქვენ შეარჩევთ  და იგი პოლისში აისახება. თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა შესაძლებელია განისაზღვროს ფრანშიზის ოდენობითაც. თქვენ ირჩევთ, გადაიხდით თუ არა ფრანშიზით და ირჩევთ მის რაოდენობას. ფრანშიზა და მისი ოდენობა დაფიქსირდება პოლისში. ფრანშიზის არჩევის შემთხვევაში, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე გასაცემ ანაზღაურებას დააკლდება სადაზღვევო პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობა.

 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24:00 საათზე. იგი გააქტიურდება, თუ  პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია სრულად გადახდილია.

 

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:

·         არ გადააადგილოთ დაზღვეული ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან (თუ ამაზე არ მიგითითებენ სამართალდამცავი ორგანოები ან მზღვეველი);

·         დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე - 242 22 22 - და აცნობეთ სადაზღვევო შემთხვევის/ავარიის შესახებ;

·         დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას.

 

რა არ ანაზღაურდება?

ზარალი არ ანაზღაურდება შემდეგ შემთხვევებში:

·         ავტომობილს მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი;

·         ავტომობილის მართვისას, მძღოლი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში;

·         შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინეთ მზღვეველს და პოლიციას;

·         სადაზღვევო შეთხვევის შემდგომ  მოძრაობა განაგრძეთ მზღვეველთან შეთანხმების გარეშე;

·         ავტომობილი საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში გადაადგილდებოდა მოძრაობის წესების დარღვევით, როცა არ არსებობდა სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობა;

·         ავტოავარია გამოიწვია  ავტომობილის გაუმართაობამ, დაზღვევამდე არსებულმა დაზიანებამ;

·         ავტომობილი დაზიანდა მისი, როგორც ტვირთის ტრანსპორტირების დროს;

·         ზიანი გამოიწვია თვითმკვლელობის ან თვითდასახიჩრების მცდელობამ;

·         ავტომობილი დაზიანდა რბოლაში მონაწილეობისას;

·         ავტომობილი მძღოლის მიერ განზრახ დაზიანდა;

·         პოლისში მითითებული გრაფიკის შესაბამისად არ იყო გადახდილი პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია,  ;

·         ავტომობილი ამავდროულად დაზღვეული იყო სხვა სადაზღვევო კომპანიაში, მზღვეველთან შეუთანხმებლად;

·         ზიანის აღმოსაფხვრელი ხარჯები მზღვეველთან შეუთანხმებლად გასწიეთ;

·         დაზარალებული წარმოადგენს პირს, რომელიც შემთხვევის დროს მართავდა პოლისში მითითებულ ავტომობილს ან დამზღვევის პირის/უფლებამოსილი მძღოლის ოჯახის წევრს, დაზღვეული ავტომობილის მგზავრს;

·         ქონების ზიანი, რომელიც არის უფლებამოსილი მძღოლის საკუთრება, ინახება მასთან ან ხდება მისი ტრანსპორტირება;

·         მესამე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან გარდაცვალება, შემთხვევიდან 12 კალენდარული თვის შემდგომ;

·         ნებისმიერი სახის მორალური ზიანი;

·         ზიანი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანებას;

·         არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის  სხვა საფუძვლები.

 

რამდენ დღეში ანაზღაურდება ზარალი?

ზიანი ანაზღაურდება ჩვენ შორის ზიანის ოდენობაზე წერილობითი შეთანხმების გაფორმებიდან 5  (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, როგორც თქვენი, ისე სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, ნებისემიერ დროს. დაზღვევა შეწყდება იმ შეთხვევაში, თუ მისი შეწყვეტის ინიციატორი მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას გაუგზავნის. საჭიროა, შეტყობინება დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გაიგზავნოს. დაზღვევა შეიძლება ასევე შეწყდეს დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ მიერ გადახდილი პრემიის უკან დაბრუნება, დაზღვევის პირობებში გაწერილი წესის შესაბამისად.

დაზღვევა ასევე  შეწყდება, თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას  და პოლისში მითითებული გადახდის თარიღიდან გადაცილებულია 30 კალენდარული დღე.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 242 22 22. თქვენს შეტყობინებას განიხილავს ხარისხის მართვის განყოფილება შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

 

 

 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!