საინფორმაციო ფურცელი
ქონების დაზღვევა PRO/002/17
საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა

თქვენ ეცნობით ქონების დაზღვევის ძირითად პირობებს. ეს საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს დაზღვევის პირობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა ჩვენ შორის სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

 

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

ეს საინფორმაციო ფურცელი შეიცავს ინფორმაციას იმ ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც ქონების დაზღვევისას აფორმებთ.
თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენისას, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“.  „პოლისში“ მითითებულია დაზღვევის პირობები. იგი წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას.

„პოლისში“ მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე www.tbcinsurance.ge.

თქვენ მიერ დაზღვევის შეძენისას იგულისხმება, რომ თქვენ დაეთანხმეთ ვებგვერდზე განთავსებულ და „პოლისში“ მითითებულ დაზღვევის პირობებს.

 

რა არის დაზღვეული?

დაზღვეული იქნება თქვენი ქონება: როგორც შიდა მოპირკეთება, ისე შიგთავსი (ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა).

 

რა ტერიტორიაზე ვრცელდება დაზღვევა?

დაზღვევა ვრცელდება კონკრეტულ მისამართზე, სადაც განთავსებულია დაზღვეული ქონება.

 

რისგან ხართ დაზღვეული?

ქონების დაზღვევის შეძენისას, ანაზღაურდება ქონებისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია შემდეგი რისკებით:

·         მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით ქონების დაზიანება, ან განადგურება;

·         კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის, ან გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი გამოსვლა;

·         ხანძარი, აფეთქება, კვამლით დაზიანება;

·         სტიქიური მოვლენები ( წვიმა, სეტყვა, წყალდიდობა);

·         ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა;

·         მესამე პირის მიერ ჩადენილი ვანდალიზმი.

 

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:

დაზღვევის შესაძენად უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია. პრემიის გადახდის გრაფიკს, მზღვეველთან შეთანხმებით, თქვენ შეარჩევთ  და იგი პოლისში აისახება. თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა შესაძლებელია განისაზღვროს ფრანშიზის ოდენობითაც. თქვენ ირჩევთ მის ოდენობას, რომელიც დაფიქსირდება პოლისში. ფრანშიზის არჩევის შემთხვევაში, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე გასაცემ ანაზღაურებას დააკლდება სადაზღვევოპოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობა.

 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

სადაზღვევო პოლისი გააქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24:00 საათზე. იგი გააქტიურდება, თუ პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია სრულად გადახდილია.

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე - 242 22 22 - და აცნობეთ სადაზღვევო შემთხვევის/ავარიის შესახებ.

 

 რა არ ანაზღაურდება?

ზარალი არ ანაზღაურდება შემდეგ შემთხვევებში:

·         მასობრივი არეულობები, ომი, ტერიტორისტული აქტი და ნებისმიერი ფორსმაჟორი;

·         ქონების კონფისკაცია, რეკვიზიცია, დაპატიმრება, სახელმწიფო ორგანოს ბრძანებით, ქონების განადგურება;

·         ბუნებრივი პროცესების შედეგად გამოწვეული დაზიანებები (მაგ.:ამორტიზაცია);

·         დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მშენებლობების, ნაგებობების ან მათი ნაწილის ნგრევით;

·         ზარალი, რომელიც შედეგია შინაური ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლების, მწერების, მღრღნელების ან სხვა მავნებლების ზემოქმედებისა;

·         დაზიანება, რომელიც მოხდა დაზღვეულ ქონებაში მცხოვრები პირის პროფესიული საქმიანობით;

·         დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მცხოვრების არაფხიზელი მდგომარეობის დროს ჩადენილი ქმედებით;

·         უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანი;

·         ქონება შეიცავს ტექნიკის მწარმოებლის დეფექტებს,  ან მის მომწოდებელს გარანტიით ევალება მომსახურება;

·         ინფორმაციის აღდგენის ხარჯები (მაგ.: კომპიუტერის მყარ დისკზე არსებული მონაცემები);

·         დაზღვევამდე არსებული მდგომარეობით გამოწვეული ზიანი;

·         ზიანი, რომელიც გამოწვეულია რემონტით, შეკეთებით;

·         ზიანი, რომელიც გამოიწვია ქონების საინჟინრო დეფექტებმა;

·         ფანჯრის მინების, სარკეების, ვიტრინების და სხვა შუშის ნაწილების მსხვრევა;

·         ქონების მექანიკური ზიანი ან მწყობრიდან გამოსვლა;

·         გაყალბებული დოკუმენტების წარდგენა მზღვეველთან;

·         დაზიანება, რომელიც დადგა ქონების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით უმეთვალყურეობისას;

·         ქონების ზიანი, რომელიც განთავსებულია 1955 წელს ან ადრე აშენებულ შენობაში;

·         არ არის გადახდილი პოლისით გათვალისწინებული პირველი ან ერთჯერადი შენატანი.

 

დაზღვევა არ ვრცელდება შემდეგ ობიექტებზე:

·         ნაღდი ფული, ფასიანი ქაღალდები, ხელნაწერები, ფოტოსურათები, ნეგატივები, სქემები, ნახაზები და სხვა დოკუმენტები, ბუღალტრული, საქმიანი წიგნები და მასში არსებული ინფორმაცია;

·         მოდელები, მაკეტები, ნიმუშები, ფორმები და სხვა;

·         ძვირფასი ლითონის ნაკეთობები, ანტიკვარიატი და საკოლექციო, ხელოვნების ნიმუშები;

·         კომპიუტერისა და სხვა ანალოგიურ სისტემებში არსებული ტექნიკური საინფორმაციო საშუალებები და ინფორმაციის სხვა მატარებლები;

·         საბრძოლო მასალა, სარეწი იარაღები, ფეთქებადი ნივთიერებები;

·         გადამცემი და გამანაწილებელი ხაზები;

·         ცხოველები, ფრინველები, ნარგავები და მარცვლოვანი კულტურები;

·         ავტო-სატრანსპორტო საშუალებები;

·         ნაგებობის გარეთა მხარეს არსებული ქონება (ანძები, ანტენები და სხვა);

·         კვების პროდუქტები;

·         ქონება, რომელიც მდებარეობს დაზღვეულ ტერიტორიაზე, თუმცა არ არის დაზღვეული;

·         ავარიული შენობა-ნაგებობები;

·         არასაყოფაცხოვრებო ქონება;

·         მხატვრულად დამუშავებული მინები;

·         8 წელს ზემოთ ასაკის საყოფაცხოვრებო ნივთები.

 

ანაზღაურების ძირითადი პირობები

დაზღვევის პერიოდში, ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა პოლისითაა განსაზღვრული. პოლისში მოცემულია სადაზღვევო თანხის ლიმიტი - ანუ ის მაქსიმალური თანხა, რაც ზიანის დადგომისას აგინაზღაურდებათ.

 

რამდენ დღეში ანაზღაურდება ზარალი?

ზარალი ანაზღაურდება ჩვენ შორის ზარალის ოდენობაზე წერილობითი შეთანხმების გაფორმებიდან 14  კალენდარული დღის განმავლობაში.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, როგორც თქვენი, ისე სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, ნებისემიერ დროს, ინიციატორი მხარის მიერ, მეორისთვის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში წერილობითი შეტყობინების გზით ან დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში და წესით.
დაზღვევა ასევე  შეწყდება, თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას  და პოლისში მითითებული გადახდის თარითიდან გადაცილებულია 30 კალენდარული დღე.
 

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 242 22 22. ასევე, შეგიძლიათ, თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. II სართული.

თქვენს შეტყობინებას განიხილავს ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შესული ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34.

 

 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!