საინფორმაციო ფურცელი
ავტომობილის დაზღვევა MO-001/16
საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა

თქვენ ეცნობით ავტომობილის დაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად. მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენს მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. პოლისში მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ საიტზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ საზღვევის პირობებს.

რა არის დაზღვეული?

ავტომობილის დაზღვევა შედგება სამი სექციისაგან:

A.     ავტომობილის ძარის დაზღვევა - ანაზღაურდება ავტომობილის როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაზიანება, თქვენ მიერ შერჩეული და პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობის გამოკლებით;

B.  მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილის მართვისას, მესამე პირისათვის ან მის ქონებისათვის მიყენებული ზიანი;

C.  მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა - ანაზღაურდება ავარიის შედეგად დაზღვეულ ავტომობილში მყოფი მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი.

 

რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?

·     A სექციისათვის - დაზღვევა ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), თუ თქვენს პოლისიში სხვა ქვეყნებიც არ არის მითითებული.

·     B და C სექციებისათვის - დაზღვევა ვრცელდება  მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).

 

რისგან ხართ დაზღვეული?

ავტომობილის დაზღვევის პირობებით, ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ქვემოთ მითითებული სადაზღვევო რისკებით:

·         საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია);

·         ხანძარი, აფეთქება;

·         სტიქიური მოვლენები (მიწისძვრისა და სეტყვის გარდა, თუ პოლისში სხვაგვარად არ არის მითითებული);

·         მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი);

·         საგნის დაცემა.

 

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:

დაზღვევის შესაძენად, უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია, თქვენს მიერ შერჩეული და მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რასაც ასახული იქნება პოლისში. თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა, ასევე შესაძლოა განისაზღვროს ფრანშიზის ოდენობით, რომლის არსებობა და ოდენობა შერჩეული იქნება თქვენს მიერ და დაფიქსირდება პოლისში. ასეთ შემთხვევაში, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე გასაცემ ანაზღაურებას დააკლდება სადაზღვევო პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობა.

 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24 საათზე, თუ პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია გადახდილია სრულად და ავტომობილი მზღვეველის მიერ არის დასურათებული (სურათების გადასაღებად პოლისის შეძენისთანავე უნდა მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან დაუკავშირდეთ მზღვეველს ცხელ ხაზზე).

რა არ ანაზღაურდება?

ზარალი არ ანაზღაურდება შემდეგ შემთხვევებში:

·         ავტომობილს მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი;

·         ავტომობილის მართვისას, მძღოლი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში;

·         მძღოლი მანქანას იყენებდა კომერციული დანიშნულებით, კომპანიასთან შეუთანხმებლად (მაგ.: ტაქსი, გაქირავება და ა.შ.);

·         სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინეთ მზღვეველს და პოლიციას;

·         სადაზღვევო შეთხვევის შემდგომ, მზღვეველთან შეთანხმების გარეშე ან პატრულის მითითების გარეშე, განაგრძეთ მოძრაობა;

·      დაზღვეული ავტომობილი საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში გადაადგილდებოდა მოძრაობის წესების დარღვევით, გარდა იმ შემთხვევისა როცა არსებობდა სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობა;

·         ავტოავარია გამოიწვია  ავტომობილის გაუმართაობამ, დაზღვევამდე არსებულმა დაზიანებამ;

·         ავტომობილი დაზიანდა მისი, როგორც ტვირთის ტრანსპორტირების დროს;

·         ზიანი გამოიწვია თვითმკვლელობის ან თვითდასახიჩრების მცდელობამ;

·         ავტომობილი დაზიანდა რბოლაში მონაწილეობისას;

·         ავტომობილი დაზიანდა აეროპორტის ტერიტორიაზე ან დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

·         ავტომობილი დაზიადა რადიოაქტიურ ზონაში;

·         დამზღვევი/მოსარგებლე/უფლებამოსილი მძღოლი განზრახ გამოიწვევს ან შეეცდება გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა;

·          სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სრულად არ იყო გადახდილი პოლისში მითითებული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია;

·         დაზღვეული ავტომობილი არ წარგიდგენიან მზღვეველის წარმომადგენელთან ფოტოების გადასაღებად.

·         ავტომობილი ასევე დაზღვეული იყო სხვა სადაზღვევო კომპანიაში, მზღვეველთან შეუთანხმებლად;

·         ზიანის აღმოსაფხვრელი ხარჯები მზღვეველთან შეუთანხმებლად იქნა გაწეული;

·         დადგა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის  სხვა საფუძვლები.

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:

·          არ გადააადგილოთ დაზღვეული ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან (თუ არ იქნება მითითება სამართალდამცავი ორგანოების ან მზღვეველის მხრიდან);
·          დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე: 242 22 22 და აცნობეთ სადაზღვევო შემთხვევის/ავარიის შესახებ;

·          დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას.

 

ანაზღაურების ძირითადი პირობები

დაზღვევის პერიოდში, ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის ლიმიტით. იმ შემთხვევაში, თუ ზიანის დადგომისას სადაზღვევო თანხა ნაკლებია ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე, გამოიყენება ხელშეკრულებით განსაზღრული ანაზღაურების პროპორციული მეთოდი.

 

რამდენ დღეში ანაზღაურდება ზიანი?

ზიანის ანაზღაურება მოხდება ჩვენს შორის ზიანის ოდენობაზე წერილობითი შეთანხმების გაფორმებიდან 5  (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, როგორც თქვენი, ისე სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, ნებისემიერ დროს, ინიციატორი მხარის მიერ, მეორისთვის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში წერილობითი შეტყობინების გზით ან დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მიერ გადახდილი პრემიის უკან დაბრუნება, დაზღვევის პირობებში გაწერილი წესის შესაბამისად.

დაზღვევა ასევე  შეწყდება, თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას  და პოლისში მითითებული გადახდის თარითიდან გადაცილებულია 30 კალენდარული დღე.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 2 42 22 22.

თქვენს შეტყობინებას განიხილავს ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 
მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

 

 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!