საინფორმაციო ფურცელი
საკრედიტო შენატანების დაზღვევა PPI/002/17
საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა

თქვენ ეცნობით საკრედიტო შენატანების დაზღვევის ძირითად პირობებს. ეს საინფორმაციო ბროშურა არ შეიცავს დაზღვევის პირობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა ჩვენ შორის სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

ეს საინფორმაციო ფურცელი შეიცავს მოკლე ინფორმაციას იმ ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც საკრედიტო შენატანების დაზღვევისას აფორმებთ.

თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენისას, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი - „პოლისი“.  „პოლისში“ მითითებულია დაზღვევის პირობები. პოლისი დაზღვევის პირობებთან ერთად წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას.

„პოლისში“ მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე www.tbcinsurance.ge.

თქვენ მიერ დაზღვევის შეძენისას იგულისხმება, რომ თქვენ დაეთანხმეთ ვებგვერდზე განთავსებულ და „პოლისში“ მითითებულ დაზღვევის პირობებს.

ვინ არის დაზღვეული?

დაზღვეულია ფიზიკური პირი, ვინც საკრედიტო შენატანების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

 

რისგან ხართ დაზღვეული:

საკრედიტო შენატანების დაზღვევის პირობებით, თიბისი დაზღვევა დაზღვეულის ნაცვლად საკრედიტო შენატანებზე ფინანსურ პასუხისმგებლობას აიღებს იმ შემთხვევებში, თუ:

·         უბედური შემთხვევის შედეგად, დაზღვეული გახდა შრომისუუნარო;

·         უბედური შემთხვევის შედეგად, დაზღვეული გარდაიცვალა;

·         დაზღვეული გახდა იძულებით უმუშევარი;

ეს პირობა მოიცავს იმ შემთხვევებს, თუ დამსაქმებელთან თქვენი შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით: დამსაქმებლის ინიციატივით (სამუშაო ძალის შემცირებისას, დასაქმებულის კვალიფიკაციის/პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გამო მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლით, აც გამორიცხავს სამუშაოს შესრულებ; დამსაქმებელი ფიზიკური პირის გარდაცვალებით; დამსაქმებელი იურიდიული პირის გადახდისუუნარობის დაწყებით; დამსაქმებელი იურიდიული პირის რეორგანიზაციისას (შტატის გაუქმება, შემცირება); სხვა გარემოებით, ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

 

რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?

საკრედიტო შენატანების დაზღვევისას, თქვენ დაზღვეული იქნებით საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).

 

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:

დაზღვევის შესაძენად თქვენი ფინანსური თანამონაწილეობაა სადაზღვევო პრემიის გადახდა. პრემიის გადახდის გრაფიკს, მზღვეველთან შეთანხმებით, თქვენ შეარჩევთ  და იგი პოლისში აისახება.

 

თიბისი დაზღვევა საკრედიტო შენატანის დაზღვევას მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში აანაზღაურებს. ანაზღაურების ყოველთვიური ლიმიტი, მზღვეველთან შეთანხმებით, წინასწარ შერჩეულია. 

 

სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა, პოლისის გაფორმების შემდგომ, 3 (სამი) თვის შემდეგ. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 1 (ერთ) თვის გასვლის შემდგომ, რაც იმას გულისხმობს,რომ პოლისის გაფორმებიდან 4 თვის განმავლობაში საკრედიტო შენატანს ბანკისათვის დამზღვევი გადაიხდის.

 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

სადაზღვევო პოლისი გააქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24 საათზე. იგი გააქტიურდება, თუ პოლისით განსაზღვრული პირველი, ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია სრულად გადახდილია.

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:

დაზღვეულის იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში, თიბისი დაზღვევას დაუკავშირდით 48 საათის განმავლობაში და აცნობეთ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ.

დაზღვეულის შრომისუნარიანობის დაკარგვის ან გარდაცვალების შემთხვევევაში, თიბისი დაზღვევას დაუკავშირდით 15 კალენდარული დღის განმავლობაში  და აცნობეთ შემთხვევის შესახებ.

 თიბისი დაზღვევას უნდა დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 242 22 22.

 

რა არ ანაზღაურდება?

ანაზღაურება არ გაიცემა, თუ სადაზღვევო შემთხვევისას, პოლისში მითითებული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია სრულად არ იყო გადახდილი.  ასევე:

 

შრომისუნარიანობის დაკარგვის ან გარდაცვალებისას, თუ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია:

·         ჩატარებული ან მიმდინარე მკურნალობისა და ჩარევების შედეგად;

·         დაზღვეულის მოწამვლით ან ინფექციის შეჭრით:

·         აბდომინალური ან საზარდულის თიაქარის შედეგად;

·         მალთაშორისი დისკების დაზიანებით, სისხლდენით შინაგანი ორგანოებიდან და თავის ტვინში სისხლჩაქცევით; 

·         ორსულობით ან მშობიარობით;

·         გონებრივი, ფსიქიკური და ფსიქოსომატური დარღვევებით;

·         დაზღვეული პირის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნით;

·         განსაკუთრებული საფრთხის მიმართ შეგნებული გაუფრთხილებლობით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით);

·         თვითმკვლევლობით, თვითდაზიანებით, ან მისი მცდელობით;

·         არაკანონიერი ქმდების ჩადენის, ან ასეთის მცდელობის შედეგად;

·         მასობრივი არეულობების ან ბირთვული ენერგიის გამოყენების შედეგად;

·         მაღალი დაზიანების რისკის შემცველ აქტივობებში ჩართვით;

·         დაინტერესებული მესამე პირის მიერ დაზღვეულის განზრახ მკვლელობით, ან ამის მცდელობით;

·         დაზღვეულის მონაწილეობით სამხედრო/პოლიციის ოპერაციებში;

 

იძულებითი უმუშევრობისას, თუ:

·         დაზღვეულს არ აქვს 6-თვიანი მინიმალური უწყვეტი სამუშაო სტაჟი;

·         ამოიწურა შრომითი ხელშეკრულება;

·         შემთხვევა მოხდა „მოცდის პერიოდში“ - პოლისის გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში. ეს პირობა აქტიური იქნება იმ შემთხვევის გარდა, როცა პოლისი უწყვეტად განახლდა;

·         უმუშევრობა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებითაა გამოწვეული;

·         დაზღვეულმა საკუთარი ნებით დატოვა პოზიცია, წერილობითი განცხადებით;

·         შრომითი ხელშეკრულება მოიშალა ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით;

·         დაზღვეულმა მუშაობა დაიწყო საქართველოს ფარგლებს გარეთ;

·         შრომითი ურთიერთობები შეჩერდა (მაგ.: გაფიცვის დროს);

·         დაზღვეულმა მიაღწია საპენსიო ასაკს;

·         გაყალბებული საბუთების შემთხვევაში, ან, თუ დაზღვეული ეწეოდა არაკანონიერ საქმიანობას;

·         იძულებითი უმუშევრობა ნებისმიერი ავადმყოფობითაა გამოწვეული;

·         დაზღვეული პირი დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის მმართველ რგოლს წარმოადგენს მისი ოჯახის წევრი ან თავად დაზღვეული;

·         მოთხოვნილი დოკუმენტაცია მზღვეველმა არასრულად წარმოადგინა.

 

რა ვადაში ანაზღაურდება ზარალი?

თიბისი დაზღვევა საკრედიტო შენატანების ანაზღაურებას გასცემს დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში. ეს იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ მითითებული „მოცდის 4 თვიანი პერიოდი“ გასულია. თიბისი დაზღვევაში დაზღვევის ანაზღაურების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა საჭიროა ყოველი შემდგომი ანაზღაურების გაცემისათვის.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, როგორც თქვენი ასევე სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, ნებისემიერ დროს, მეორე მხარისათვის შეტყობინების გაგზავნით: დამზღვევის ინიციატივით, 5 დღით ადრე შერტყობინებით, ხოლო მზღვეველის ინიციატივით 14 დღით ადრე შეტყობინებით.  თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მიერ გადახდილი პრემიის უკან დაბრუნება, სადაზღვევო ხელშეკრულებაში გაწერილი წესის შესაბამისად. დაზღვევა ასევე  შეწყდება, თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას  და პოლისში მითითებული გადახდის თარითიდან გადაცილებულია 30 კალენდარული დღე.

                                                                                                                   

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ მიერ გადახდილი პრემიის უკან დაბრუნება, დაზღვევის პირობებში გაწერილი წესის შესაბამისად.

დაზღვევა ასევე  შეწყდება, თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას  და პოლისში მითითებული გადახდის თარიღიდან გადაცილებულია 30 კალენდარული დღე.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 242 22 22.

თქვენს შეტყობინებას განიხილავს ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შესული ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!