მუსიკალურ ფესტივალზე, ღია ცის ქვეშ, როცა შენი საყვარელი ბენდი შენს საყვარელ ჰიტს ასრულებს, ალბათ დაზღვევაზე ნაკლებად გიფიქრია. და არც არის საჭირო: ამაზე თიბისი დაზღვევამ და „თბილისი ოუფენ ეარის“ ორგანიზატორებმა იფიქრეს და ყველაფერი დაგეგმეს.
„თბილისი ოუფენ ეარზე“ ორგანიზატორის პასუხისმგებლობა ნებისმიერი მსმენელის წინაშე დაზღვეულია.
დაზღვევა ყველა იმ მსმსნელის შემთხვევას აანაზღაურებს, რომელიც ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება.
რას ნიშნავს ორგანიზატორის პასუხისმგებლობა? დაზღვევა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება (მათ შორის ბოლით ან/და ორთქლით მიყენებული ზიანი), სტიქიური მოვლენები, საგნების დაცემა, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი... ყველა შემთხვევისას „ოუფენ ეარი“ პასუხისმგებლობას თვითონ იღებს. მის პასუხისმგებლობას კი თიბისი დაზღვევა აზღვევს.
„თბილისი ოუფენ ეარი“ წელს მე-9 სეზონს ატარებს. 16-დან 18 ივნისის ჩათვლით „ლისი ვანდერლენდის“ ღია სივრცეებს ერთგულ მსმენელთან და უბრალოდ გართობის მოყვარულებთან ერთად, ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები შეავსებენ, როგორებიც არიან „ანათემა“, „ლენინგრადი“, „არქაივი“, სევდალიზა და სხვები.
