თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ სადაზღვევო სერვისებით სარგებლობა. თუ REDMED-ის აპლიკაცია ჯერ არ გადმოგიწერია, ალბათ, უკვე დროა ამაზეც დაფიქრდე, რადგან REDMED-ში ექიმის ონლაინ კონსულტაციას სადაზღვევო ნაკრები აგინაზღაურებს.

ამისათვის საჭიროა:
- ჩამოტვირთო REDMED-ის აპლიკაცია.
- აპლიკაციით დაუკავშირდე თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმს, რომელიც მიმართვას გაგიფორმებს.
- კონსულტაცია სასურველ სპეციალისტთან, შენთვის ხელსაყრელ დროს აპლიკაციაშივე დაჯავშნე.
- კონსულტაციის დასრულებამდე მოითხოვე ფორმა 100 და ექიმი იქვე აგიტვირთავს მას.
- ინვოისის მისაღებად მეილის სახით მიმართე INFO@REDMED.GE-ს და ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ინვოისი შენს მეილზე გამოიგზავნება.
- გადახდის დამადასტურებელი ფურცელი მარტივად ჩამოტვირთე შენივე ინტერნეტ ბანკიდან.
სულ ეს არის, მარტივად, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლე ექიმის ონლაინ კონსულტაციით და აინაზღაურე გადახდილი თანხა.