სამოგზაურო დაზღვევა ჩატიდან გაუსვლელად

თიბისი დაზღვევამ ბი ბოტი - დაზღვევის პირველი ბოტი შექმნა. დღეიდან,  შეგიძლიათ  სამოგზაურო დაზღვევა ჩატ ბოტის დახმარებით შეიძინოთ.

ბი ბოტი Facebook Messenger -ში ცხოვრობს და დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე ხელმისაწვდომია.

ბიბოტის დახმარებით შესაძლებელია შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის. ამისთვის საჭიროა, B Bot • ბი ბოტი facebook მესენჯერში მოძებნოთ და მიწეროთ, რომ დაზღვევის შეძენა გსურთ. ბოტი რამდენიმე მარტივ შეკითხვას დაგისვამთ და საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ დაზღვევის ღირებულებასაც ჩატიდან გაუსვლელად გადაგახდევინებთ. სამოგზაურო დაზღვევის პოლისს კი ელექტრონულ ფოსტაზე და სმს-ის სახით თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე გამოგიგზავნით. 

ამის შემდეგ მშვიდად შეგიძლიათ იმოგზაუროთ და საზღვრის გადაკვეთისას დაზღვევის ელექტრონული პოლისი წარადგინოთ.

ბი ბოტი დაზღვევის პირველი ბოტია საქართველოში, ის მომხმარებლებს მასქიმალურ კომფორტს უქმნის და დროს უზოგავს.

ბიბოტი ძალიან სწრაფად ვითარდება და სულ მალე შეძლებს სამოგზაურო დაზღვევის გარდა, სხვა სადაზღვევო პროდუქტებიც გააცნოს მომხმარებელს.

ესაუბრე ბი ბოტს: bit.ly/tbcbibot