ციფრული დაზღვევა

რატომ ჰქვია თიბისი დაზღვევა?

2016 წლის ბოლოს თიბისი ჯგუფმა სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ შეიძინა და დღეს ის უკვე თიბისი დაზღვევის სახელით საქმიანობს. ისევე, როგორც თიბისი ბანკისთვის, თიბისი დაზღვევისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული მომსახურებებია. ეს პრიორიტეტი კი მომსახურებაზეც აისახება. ტარიფებისა თუ მომსახურებების თვალსაზრისით, ახალი ბრენდი თიბისური მენეჯმენტითა და მართვის სტილით სადაზღვევო სფეროშიც ახალ ხელწერასა და მეტ აქტიურობას შეიტანს. კომპანიის განვითარების 5 წლიანი გეგმა საკმაოდ ამბიციურია და საბანკო სფეროს მსგავსად, სადაზღვევო ბაზარზეც  ლიდერობას ისახავს მიზნად.

 

რომელ სადაზღვევო პროდუქტებს მთავაზობს თიბისი დაზღვევა?

თიბისი ბანკის ფილიალებში უკვე იყიდება თიბისი დაზღვევის პროდუქტები: ავტოდაზღვევა, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, საკრედიტო პასუხისმგებლობის დაზღვევა და  სამოგზაურო დაზღვევა. მოკლედ, ყველა პროდუქტი ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, როგორც საცალო, ისე კორპორაციული სეგმენტისთვის.

 

 

სად არის შესაძლებელი თიბისი დაზღვევის პროდუქტების შეძენა?

მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისი დაზღვევის პროდუქტების შეძენა  შესაძლებელია თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, თიბისი დაზღვევის ფილიალებში, ავტოსადილერო და ავტოსერვის ცენტრებში, მაგალითად ტოიოტა ცენტრში, თეგეტა მოტორსსა და სხვა 20-მდე ავტოსადილერო ცენტრში. 

 

შესაძლებელია თუ არა დაზღვევის შეძენა თიბისი ბანკის დისტანციური არხებით?

ჯერჯეობით ეს სერვისი ხელმისაწვოდმი არ არის, თუმცა უახლოეს მომავალში მსურველებს დაზღვევის შეძენა ბანკის ყველა ციფრული არხით შეეძლებათ. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა ნებისმიერი საკითხი, როგორც პროდუქტების შეძენის, ისე ზარალის ანაზღაურების კუთხით, დროის ნაკლები დანახარჯით, დისტანციურად მოაგვარონ.