facebook logo

ბლოგი

აგროდაზღვევა ფერმერებს სტიქიური მოვლენებისგან იცავს

თიბისი დაზღვევა ფერმერებს მოსავლის დაზღვევას სთავაზობს. აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს ვაზის კულტურის შემთხვევაში, ხოლო სხვა კულტურებზე თანადაფინანსება 70%-ია.



აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც შეიძლება სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს. აგროდაზღვევა აზღვევს მათ შემდეგი რისკებისგან:  სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და ვაზი.

აგროდაზღვევის ღირებულება კულტურების მიხედვით იცვლება და 1 ჰექტარზე ფერმერის გადასახდელი თანხა 25 ლარიდან იწყება. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც  შეუძლია.

2018 წელს აგროსექტორში სადაზღვევო სფეროს მიერ ანაზღაურებულმა თანხამ 6 მილიონი ლარი შეადგინა.

აგროდაზღვევა ხელმისაწვდომი გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების შედეგად, ამით დაზღვევა იმ ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ.  აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც ამუშავებს მიწას და მოყავს მოსავალი. სავალდებულოა, მიწა რეგისტრირებული იყოს  საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში.  თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. განსხვავება ის არის, რომ სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის.

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის რეგიონალურ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით.