facebook logo

ბლოგი

ჯანმრთელობის დაზღვევის დროს შეცდომები არ მოსულა

თიბისი დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით. აქცენტს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ვაკეთებთ, როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან, იმისთვის, რომ შევძლოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.



პარტნიორი კლინიკები გამოირჩევიან გამოცდილებით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით, უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით. ჩვენი ოჯახის ექიმები მომხმარებლებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამ ეტაპზე  200-მდე პარტნიორი გვყავს, მათ შორის არიან წამყვანი კლინიკები: მედიკორი და ქართულ-ამერიკული კლინიკა, ევექსი, ჯეო ჰოსპიტალსი, მედიქლაბი, ინოვა და ა.შ.

თიბისის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში გაქვთ თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომსახურების მიღება ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში შეგიძლიათ ან მიმართვის საფუძველზე თანაგადახდის სქემით ისარგებლებთ.


ჩვენი უპირატესობებია:
● კარგი დაფარვები / მაღალი ლიმიტები
● ნაკლები გამონაკლისები
● თავისუფლება სამედიცინო დაწესებულების არჩევაში
● საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება საუკეთესო ტარიფებით საქართველოში

ჩვენი დაზღვევით სარგებლობა მხოლოდ ორგანიზაციებს შეუძლიათ. თქვენთვის უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ვქმნით ვებ პლატფორმას, რომელიც გაამარტივებს თანამშრომლების დაზღვევის პროცესს, დაგიზოგავთ ადმინისტრაციულ რესურსსა და დროს.

სადაზღვევო ნაკრების მინიმალური საფასური 38 ლარია, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს 5 ნაკრებს სთავაზობს, რომლებიც ერთმანეთისაგან ლიმიტებითა და დაფარვებით განსხვავდება. „კარგი“, „უკეთესი“, „საუკეთესო“, „საუცხოო“ და „განსაკუთრებული“ - არჩევანი მომხმარებელზეა, თუ რომელ ნაკრებს აიჩევს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 24/7 ცხელი ხაზი ტელეფონის ნომერზე 2 42 11 11  ან ელექტრონულ ფოსტაზე infohealth@tbcinsurance.ge
  • სასწრაფოს გამოძახება
  • ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაცია კლინიკაში ან სახლში გამოძახებით
  • პროფილაქტიკური კვლევები
  • გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია
  • გადაუდებელი და გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება
  • საზღვარგარეთ მკურნალობა
  • მედიკამენტების ანაზღაურება
  • გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია
  • ორსულობა/მშობიარობის ანაზღაურება

ანაზღაურების მიღება შეგიძლიათ თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრებსა და ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით.

სერვის-ცენტრებში ანაზღაურებისას: 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება მყისიერად, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა ანაზღაურდება მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.

ონლაინ ანაზღაურება ულიმიტო გვაქვს. 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება 1 დღეში ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში ანაზღაურდება.

ვებგვერდის საშუალებით ონლაინ ანაზღაურება ივნისიდან იქნება შესაძლებელი, მანამდე კი ანაზღაურების მიღება, სერვის-ცენტრში შეგეძლებათ. ჩვენი მისამართია ალ.ყაზბეგის #24ბ.

მსგავსი ბლოგები