facebook logo

ბლოგი

ჯანმრთელობის საუკეთესო დაზღვევა

თიბისი დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს. იმისთვის, რომ შევძლოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, აქცენტს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ვაკეთებთ, როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ დამსაქმებელ კომპანიებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან. ვფიქრობთ, ჩამოთვლილი რგოლების კომპლექსური და გამართული მუშაობის შედეგად შევქმნით საქართველოში საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას.

  • თავისუფალი არჩევანი კლინიკის შერჩევისას
    ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოგცეთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიღება, ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის საფუძველზე თანაგადახდის სქემით შეგიძლიათ.
     
  • საზღვარგარეთ მკურნალობა
    საქართველოში არსებული უმაღლესი ტარიფებით აგინაზღაურდებათ.
     
  • ულიმიტო ონლაინ ანაზღაურება
    ჩვენთან შეზღუდვების გარეშე, ნებისმიერი თანხის ანაზღაურებას ივნისიდან შეძლებთ, ვებგვერდის დახმარებით. 500 ლარამდე თანხა - 1 დღეში, 500 ლარზე მეტი 3 დღეში აგინაზღაურდებათ.

  • გრძელვადიანი პარტნიორობა
    ჩვენი სურვილია შევქმნათ პროვაიდერ კლინიკებთან თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი. ვთვლით, რომ ეს ორივე მხარის აქტიური ჩართულობით და მუდმივი განვითარებით მიიღწევა. პარტნიორებთან შეთანხმებული ხარისხის მართვის სისტემით მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში განვახორციელებთ.
     
  • სწრაფი ანგარიშსწორება
    ბაზრის შესწავლით, გამოიკვეთა სადაზღვევო კომპანიებსა და პროვაიდერ კლინიკებს შორის ანგარიშსწორების პრობლემა. ამ მხრივ, ჩვენ ვიქნებით მოქნილები და სწრაფები, ჩვენი მხრიდან არ მოხდება ფინანსური შეფერხება და სამუშაო პროცესების გაჭიანურება.
     
  • ფინანსური მხარდაჭერის ნაკრები
    ჩვენ მზად ვართ პარტნიორი კლინიკების მხარდასაჭერად, იქნება ეს ინფრასტრუქტურის (სამედიცინო დანადგარების განახლება, სამუშაო სივრცის გაუმჯობესება) თუ სერვისის გაუმჯობესება (კადრების გადამზადება).

  • ვებ-პლათფორმა HR-ებისთვის, რომელსაც სპეციალურად თქვენი ადმინისტრაციული რესურსების ეფექტიანი მართვისა და დროის დაზოგვის მიზნით ვქმნით. ეს იქნება ონლაინ სივრცე, სადაც სწრაფად და მარტივად შეძლებთ თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის შეკრებას და ერთ ღილაკზე დაჭერით ჩვენთან გამოგზავნას. 
     
  • გაუქმებული მოცდის პერიოდი - ჩვენთან დაზღვეულ თანამშრომელს  სამედიცინო მომსახურების მისაღებად არ შეეხებათ მოცდის პერიოდი.
     
  • კომპანიაზე მორგებული სამედიცინო დაზღვევა - ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევის ნაკრებები: „კარგი“, „უკეთესი“, „საუკეთესო“, „საუცხოო“ და „განსაკუთრებული“ საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნაკრები, სამედიცინო სერვისების და ლიმიტების შესაბამისად. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ჩვენს დაზღვეულს ჰქონდეს მინიმუმ კარგი და მაქსიმუმ განსაკუთრებული დაზღვევა. ამის მისაღწევად, როგორც ზემოთ ვთქვით, ვიქნებით მოქნილები და სწრაფები. მივყვებით სიახლეებს და ვეცდებით მოვერგოთ კომპანიის მოთხოვნებს.