სამოგზაურო დაზღვევა

ბევრს იცნობთ ისეთს, მხიარული თავგადასავლების საძიებლად რომ მიდის და თან ავადმყოფობაზე ან სასწრაფო დახმარებაზე ფიქრობს? ალბათ, არა.  მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ადამიანების უმრავლესობისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, სამოგზაურო დაზღვევა ყოველთვის მხოლოდ ვიზისთვის საჭირო ერთ-ერთი ჩვეულებრივი საბუთი იყო და მის მნიშვნელობაზე დიდად არასდროს ვფიქრობდი. არადა, სინამდვილეში ჯანმრთელობის გაუარესება, მათ შორის უმნიშვნელოც კი, განსაკუთრებით რთული სწორედ სხვა ქვეყანაშია, როგორც ფინანსურად, ისე - ემოციურად. ამ სირთულის „დამარცხების“ ერთადერთი გზა კი სწორედ სამოგზაურო დაზღვევაა, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

აპრილის ბოლოს მილანში მივფრინავ. იტალიაში მოგზაურობა სულ მიხარია, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებით ის მაბედნიერებს, რომ ვიზის მისაღებად საბუთების შეგროვება, მერე ამ დასტით საელჩოში მისვლა და ვიზის ლოდინი აღარ მომიწევს: სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებს აპრილიდან შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეგვეძლება.

ისტორიული მნიშვნელობის გარეშეც,  ამ ფაქტს მხოლოდ პრაგმატულად რომ მივუდგეთ,  მოგზაურობის დაგეგმვა ბევრად მარტივი, საბუთების შეგროვების მოსაწყენი პროცესისადა ვიზის ლოდინისგან თავისუფალი გახდა, თუმცა არის ერთი დოკუმენტი, რომლის მნიშვნელობასაც ვიზალიბერალიზაცია ვერაფერს აკლებს და ის ამ „ხელშეუხებლობას“ ნამდვილად იმსახურებს. ეს დოკუმენტი სამოგზაურო დაზღვევაა.

ყველაფერი ჯერ კიდევ აეროპორტიდან იწყება. ევროპელი მესაზღვრეების ამბავი ხომ იცით? ვერასდროს მიხვდებით რა შეკითხვა გაუჩნდებათ, ან მოუნდებათ თუ არა მაგალითად სასტუმროს ჯავშნის ნახვა. ჰოდა ახლაც, ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად, პასპორტის კონტროლის გავლისას, მესაზღვრეს სრული უფლება აქვს სამოგზაურო დაზღვევის წარდგენა მოგვთხოვოს და მისი არქონის შემთხვევაში, გამოგვიშვას უკან. თანაც, ასეთ დროს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ტურისტული მიზნით მივდივართ, საქმიანით, თუ მეგობრის მოსანახულებლად.

მე ჯერ სამოგზაურო დაზღვევა არასდროს გამომიყენებია, თუმცა ყოველთვის ასე რომ არ ხდება, ამაში ჩემი მეგობრის, ანას შემთხვევამაც დამარწმუნა. მოკლედ, როცა ანა და მისი ოჯახი ფინეთში სამოგზაუროდ იყვნენ, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ესკალატორზე თამაშისას მისმა პატარა ბიძაშვილმა ფეხი იტკინა. ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. საბედნიეროდ, პატარას განსაკუთრებული არაფერი სჭირდა: რამდენიმე მსუბუქი ნაკერი დაადეს და მალევე გამოისტუმრეს. დღეს ამ ისტორიას ყველანი მხიარულად იხსენებენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ფინანსური დანახარჯები სამოგზაურო დაზღვევამ სრულად აანაზღაურა.

ჰოდა, თუ სამოგზაურო დაზღვევა უკვე აუცილებლობად მიგაჩნიათ, გეტყვით, რომ თიბისი დაზღვევის ეს პროდუქტი არა მარტო მსუბუქ ნაკერებს, არამედ უეცარი ავადმყოფობითა და უბედური შემთხვევით გამოწვეულ ისეთ ხარჯებს ფარავს, როგორიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურებები სტომატოლოგია და რეპატრიაციაა.

დაზღვევის უმარტივესია: სადაზღვევო პერიოდი 1 წელია და დროის ამ შუალედში სამოგზაურო დაზღვევის გამოყენება კომპანიაში მიუსვლელად, ნებისმიერი მოგზაურობისას შეგიძლიათ. თავად ირჩევთ დღეების რაოდენობასა და პოლისის ლიმიტს - დოლარში იქნება ის განსაზღვრული, თუ ევროში. პროდუქტი ძალიან ხელმისაწვდომია: 7 დღიანი დაზღვევა მხოლოდ  10 ლარი დაგიჯდებათ.

რადგან სამოგზაურო დაზღვევის საკონსულოში  წარდგენა აღარ გჭირდებათ, შესაძლოა,ის უბრალოდ დაგავიწყდეთ. და თუ აეროპორტში მისული დოკუმენტის არქონას აღმოაჩენთ, ნუ შეშფოთდებით, იქვე მდებარე თიბისი ბანკის სერვისცენტრში შეირბინეთ დასამოგზაურო დაზღვევა რამდენიმე წუთში შეიძინეთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად ბარგის დაზღვევის შეძენაც შეგიძლიათ, თუმცა ამაზე დაწვრილებით მომდევნო პოსტში მოგიყვებით.