facebook logo

ბლოგი

დაზღვევის მნიშვნელობა სატრანსპორტო ბიზნესისთვის

საინტერესოა საიდან მოდის დაზღვევის იდეა?

დაზღვევის წარმოშობა იმ ობიექტურ და სუბიექტურ წინაპირობებს უკავშირდება, რომელიც დაკავშირებული იყო  სახიფათო მოვლენებთან და რისკებთან, რასაც მოჰქონდა ადამიანებისთვის უდიდესი მატერიალური და გამოუსწორებელი ფიზიკური დანაკარგები. ისტორიულად, დაზღვევის წარმოშობა საზოგადოების გაჩენას უკავშირდება, თუმცა ძნელია დაადგინო დაზღვევის წარმოშობის ზუსტი თარიღი. ერთი რამ კი ცხადია, სააზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის რისკებისგან თავდაცვის მოთხოვნილება მუდმივად იზრდებოდა.




მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის ფონზე და საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო სექტორების გამართულ და ეფექტიან მუშაობაზე.

საქართველო მდებაროებს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სადაც სტრატეგიული დანიშნულების ტვირთების ტრანსპორტირება ხორციელდება. ტვირთის ტრანსპორტირება ყოველთვის დაკავშირებულია გადაზიდული ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების რისკთან. დაზღვევა გადაზიდვის პროცესის შეუზღუდავად წარმართვისა და შესაძლო ზარალის მინიმუმამდე შემცირების ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო საშუალებაა.




სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდასთან ერათად, დროთა განმავლობაში საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირების დაზღვევის აუცილებლობაზე  უფრო მეტი სატრანსპორტო კომპანია დაფიქრდა, რადგან დაზღვეული სატრანსპორტო გადაზიდვები ზრდის მომხმარებლის ნდობას კონკრეტული გადამზიდავი კომპანიების მიმართ.



სატრანსპორტო კომპანია Express Trans-shipment services ლოჯისტიკის მენეჯერის, ანა ყურაშვილის  განცხადებით: „ტვირთის გადაზიდვის დროს შესაძლებელია სხვადასხვა სატრანსპორტო რისკი წარმოიშვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ რისკებისგან გამოწვეული ფინანსური ზარალი მაქსიმალურად შევამციროთ. ამ მიმართულებით,2018 წელს, თიბისი დაზღვევამ 20 000-მდე ზარალი აგვინაზღაურა“.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100  ათასი ტონით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 5 მილიონ 600 ათასი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 5 მილიონ 500 ათასი ტონა იყო.




„გაზრდილ ტვირთბრუნვასთან ერთად გახშირებულია სადაზღვევო შემთხვევები, რომლებიც ამ სექტორში მუშაობას თან ახლავს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, ტვირთებისა და მარაგების დაზიანება ან დაკარგვა მცირე ჩამონათვალია იმ რისკებისა, რომელიც ზიანს აყენებს სატრანსპორტო ბიზნესს. ამ რისკებით გამოწვეული ფინანსური ზარალის ასარიდებლად, გადამზიდავ კომპანიებს ვთავაზობთ ავტომობილის, ტვირთების, ექსპედიტორთა პასუხისმგებლობისა და საქმიანობის შეწყვეტის დაზღვევას.“- განმარტავს „თიბისი დაზღვევის“ მცირე და საშუალო ბიზნეს დაზღვევის უფროსი, მიხეილ რობიტაშვილი.

სადაზღვევო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 542.20 მილიონი ლარი, 2017 წელს კი ეს რიცხვი 441,40 მილიონი ლარი იყო.  კონკრეტულად ტვირთების დაზღვევის წილი 2018 წელს 8,87 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2,68 მილიონი ლარით მეტია.




2018 წლის მონაცემებით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი დაზღვევას“  ბაზრის 26%-ი უკავია, პრემიის მოცულობა კი 22,42 მილიონ ლარს შეადგენს. სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში  2018 წელს სულ კომპანიების მიერ მოზიდული პრემიის მოცულობა 85,77 მილიონი ლარია.



„თიბისი დაზღვევა“  ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ყველაზე თანამედროვე სადაზღვევო კომპანია და ბიზნესის სანდო სადაზღვევო პარტნიორი. სწორედ „თიბისი დაზღვევამ“   სატრანსპორტო ბიზნესს 2018 წელს  3.6 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა.