facebook logo

ბლოგი

როგორ უნდა მოემზადო თუ სისხლის ჩაბარებას აპირებ

სისხლის ჩაბარება მარტივია, თან ძალიან საჭირო. კლინიკებს მუდმივად და ყოველდღიურად სჭირდებათ სხვადასხვა ჯგუფის სისხლი, რისი შევსების საუკეთესო გზა სწორედ მოხალისეობრივი დონაციაა.

ვის შეუძლია გახდეს სისხლის დონორი

არსებობს, რამდენიმე მოთხოვნა, რასაც უნდა აკმაყოფილებდე: პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყო სრულწლოვანი და იწონიდე მინიმუმ 50 კილოგრამს. სისხლის დონაცია ასევე არ შეიძლება თუ ტატუს გაკეთებიდან 6 თვე, ხოლო პირსინგის გაკეთებიდან 24 საათზე მეტი არ არის გასული. ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინო შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ ჩააბარო სისხლი თუ ბოლო პერიოდში, რაიმე დაავადება გადაიტანე, წამლებს სვამ ან ახლაც გაციებული ხარ.

თუ ამ პირობებს აკმაყოფილებ და სისხლის ჩაბარება გადაწყვიტე, ეს რეკომენდაციები გამოგადგება.

კარგად დაისვენე

სისხლის გაცემით, შენი ორგანიზმი ენერგიის ნაწილს დაკარგავს, ამიტომ აუცილებელია წინა დღეს კარგად დაისვენო.




იკვებე ჯანსაღად

სისხლის ჩაბარებამდე არ მიიღო ცხიმიანი საკვები, რადგან ქოლესტერინი ასქელებს სისხლს, რაც გადასხმისა და ტესტირების პროცესს გაართულებს. ასევე კარგია, თუ შენი ორგანიზმი რკინის მარაგით მომზადებული შეხვდება ამ პროცედურას, რადგან სისხლთან ერთად შენი ორგანიზმი რკინისაც დაკარგავს, რომელიც სხეულშია არსებული მარაგებიდან უნდა აღდგეს.




დალიე ბევრი სითხე (ალკოჰოლის გარდა)

სისხლი დიდი ოდენობით წყალს შეაცავს, იმისთვის, რომ შენი სხელულის დეჰიდრატაცია არ მოხდეს, ბევრი სითხე მიიღე. დღიურ ნორმაზე მინიმუმ ნახევარი ლიტრით მეტი.




როგორ მოვიქცეთ სისხლის ჩაბარების შემდეგ

სისხლის ჩაბარების შემდეგ შესაძლოა გქონდეს სისუსტის, დაღლილობისა და თავბრუს ხვევის შეგრძნება. ეს ბუნებრივია, რადგან შენმა ორგანიზმმა მნიშნველოვანი დოზით ენერგია, სითხე და მინერალები დაკარგა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება აღდგენა.

ამისთვის:  

  • მიიღეთ კიდევ უფრო მეტი სითხე.
  • ჭამეთ, ტკბილეული, ჩირი, ხილი და ბოსტნეული.
  • დონაციის შემდეგ მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.  

მსგავსი ბლოგები