facebook logo

ბლოგი

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა - რას გთავაზობთ ჩვენი ახალი პროდუქტი

თანამედროვე ცხოვრების ტემპმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ, სხვადასხვა სფეროს მსგავსად, მსოფლიო მედიცინაშიც სერიოზული პროგრესი და მნიშვნელოვანი მიღწევები მოიტანა. თუმცა, ამავე ტემპმა და განვითარებამ რადიკალურად შეცვალა გარემო და ადამიანების ყოველდღიურობა, რაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების რაოდენობის ზრდაზეც აისახა. თუკი სამედიცინო მიღწევების დახმარებით დღეს ბევრი დაავადება წარმატებით იკურნება და სიცოცხლისთვის საშიში აღარაა, გაზრდილი შემთხვევების სტატისტიკა მაინც გვაფიქრებს. შესაბამისად, წინა ათწლეულებთან შედარებით, ჯანმრთელობის დაზღვევა თანამედროვე ადამიანისთვის აუცილებელი პროდუქტი გახდა. მთავარია, რომელი კომპანია პასუხობს ამ სფეროში XXI საუკუნის გამოწვევებსა და მოთხოვნებს.

ჩვენ, თქვენი ჯანმრთელობის დაცვას და შემდეგი 7 კრიტიკული დაავადების დაზღვევას გთავაზობთ: ავთვისებიანი სიმსივნე, გულის ინფარქტი, ინსულტი, გულის შუნტირება, თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, დამბლა და სიბრმავე.




ექსტრა დაზღვევით სარგებლობა შეგიძლია თუ ხარ 18-დან 61 წლამდე.  პროდუქტით ვერ ისარგებლებ მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ერთ-ერთი მაინც გაქვს გადატანილი ან თუ ელოდები ამ დაავადებების გამოკვლევების პასუხს.



ექსტრა დაზღვევა შეგიძლია მარტივად, ონლაინ შეიძინო. ჩვენ ანაზღაურების სხვადასხვა ლიმიტს გთავაზობთ - მინიმალური ლიმიტი 25 000 ლარია, მაქსიმალური - 75 000 ლარი, ხოლო თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის 150 000 ლარი.  ზემოთ ჩამოთვლილი მძიმე დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, თანხას ერთჯერადად, სრულად აგინაზღაურებთ. ჩვენ  სრულ თავისუფლებას განიჭებთ რაც იმას ნიშნავს, რომ  შეგიძლია თავად გადაწყვიტო - როგორ დახარჯო თანხა.



სხვადასხვა კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევას ამოქმედებამდე 6 თვიანი მოცდის პერიოდი აქვს. ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის მოცდის პერიოდი კი მხოლოდ 3 თვეა. ეს ნიშნავს, რომ დაზღვევის შეძენიდან მეორე დღესვე სადაზღვევო პერიოდი იწყება. შემთხვევა ანაზღაურდება, თუ სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ მოხდა დაავადების დიაგნოსტირება. სხვა კომპანიები კიბოს პირველი სტადიის დიაგნოზის შემთხვევაში ანაზღაურებას არ გასცემენ, ჩვენ ასეთ დროს სადაზღვევო თანხის 10%-ს ვანაზღაურებთ.



ექსტრა დაზღვევით  სარგებლობის შემთვევაში,  დამატებით სარგებლობ  ნებისმიერი დიაგნოზისა და დანიშნული მკურნალობის გადაამოწმების უფასო სერვისით, ისეთ კლინიკებში როგორიცაა: Harvard Medical School teaching hospitals – US; Philadelphia International Medicine – US; University of Pittsburgh Medical Center (UPMC) US; Kings College of London – London, UK და სხვა.

ასევე ჩვენ დაგეხმარებით საზღვარგარეთ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის დაგეგმვაში. რაც ვიზიტის დანიშვნას, კლინიკაში განთავსებასა და მკურნალობის ორგანიზებას გულისხმობს.



ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა შვილის ანალოგიური პირობებით, უსასყიდლოდ დაზღვევასაც გთავაზობს. საკუთარი თავის დაზღვევისას, ავტომატურად აზღვევ შვილსაც, რომელიც 18 წლამდე, იგივე მომსახურებით სარგებლობს. შვილების რაოდენობა შეზღუდული არ არის. თუკი მათ დაზღვევით სარგებლობა დასჭირდათ, ასანაზღაურებელ ლიმიტს თანხა არ დააკლდება.

დაზღვევის შეძენა online შეგიძლია. 

შეიძინე ონლაინ