facebook logo

ბლოგი

რაზე ფიქრისგან გაგათავისუფლებთ სახლის დაზღვევა

ყველამ ვიცით როგორც ხდება, არა? ბოლოს და ბოლოს, თავი მოაბი საუკუნოვან ოცნებად გადაქცეული სახლის რემონტს. გამოყავი დრო და ენერგია ხელოსნებთან დაუსრულებელი ომისათვის, სადაც მუდამ ფრაზა - „უჰ, ეს არ გამოვა“ გესმის, ან შუადღეს შენს “ერთი სული რომ გაქვს როდის შეხვალ” სახლში შემთხვევით აღმოჩენილს ხელოსანი კი არა, დაწყებული რემონტიც კი არ გხვდება.

დამთავრდა რემონტის ორომტრიალი და უკვე სამ კვირაზე მეტია უკაბელო ინტერნეტის მომსახურების სერვისი გეუბნება რომ ჯერ ვერ მოვა.

როგორც იქნა მოვიდნენ, მორჩა, ყველაფერი რიგზეა, ახლა შეგიძლია მშვიდად წამოწვე ტელევიზორის წინ და უყურო საყვარელ ფილმს ან მეგობრებთან ერთად ლამაზი საღამო მოუწყო საკუთარ თავს ვერანდაზე.



თუმცა, რა ხდება მაშინ, თუკი დაუდევარი მეზობლის სახლიდან ჩამოსულმა წყალმა ერთ დღესაც შეიძლება მთლიანად ჩამოგირეცხოს  რემონტი...

სწორედ იმიტომ, რომ შენი დრო და ენერგია ტყუილად არ დაიხარჯოს, შეგიძლია დააზღივო შენი ქონება და გათავისუფლდე ზედმეტი ფიქრისაგან. 

რა ღირს ქონების დაზღვევით ზედმეტი ფიქრისაგან გათავისუფლება?
ყოველთვიურად მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 50 ლარი, იმის მიხედვით, თუ რამხელაა შენი სახლი.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის?
- უმთავრესია, გრაფი დრაკულას ხანაში არ გვიწევდეს შენი მოძებნა ანუ ქონება არ უნდა იყოს აშენებული 1955 წელს ან უფრო ადრე და „The Amityville Horror”-ვით ოჯახები არ მონაცვლეობდნენ მასში, ანუ ქონებას უნდა ჰყავდეს მუდმივი მაცხოვრებელი. 
 

რა ფიქრებისგან თავისუფლდებით ქონების დაზღვევით ანუ რა შემთხვევები ანაზღაურდება?
 თუკი შენც „სველი ბანდიტები“ გადაგეკიდნენ, როგორც „Home Alone”-ში კევინს, ან თუკი შენც „Stranger Things”-ის პერსონაჟივით მოულოდნელი ელექტრო გაყვანილობის მწყობრიდან უეცარი გამოსვლით გიზიანდება ქონება.
 

უფრო ზუსტად კი, ჩვენ გაზღვევთ შემდგეი რისკებისგან:

  • მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება
  • კaნალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება
  • ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება
  • ხანძარი და აფეთქება
  • სტიქიური მოვლენები
  • ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა
  • მესამე პირის მიერ ჩადენილი ვანდალიზმი

რა საფიქრალი გვრჩება ანუ რა შემთხვევები არ ანაზღაურდება?
თუკი ისეთივე ოჯახის წევრები გყავს, როგორც „Shameless”-ში გალაგერების ოჯახია, ანუ ოჯახის წევრის მიერ ქონების განზრახ დაზიანება

თუკი „მატრიცაში“ ცხოვრობ, ვერაფრით დაგეხმარებით, ანუ კომპიუტერის მყარ დისკზე განთავსებული ინფორმაციის აღდგენა/აღდგენის ხარჯები

თუკი ისეთივე სამოქალაქო მღელვარებაში მოხვდი, როგორიც „The Dreamers”-ში ხდება, ანუ სამოქალაქო მღელვარების შედეგად ქონების დააზიანება. 



დაზღვევის შესაძენად გადადი ბმულზე.