facebook logo

ბლოგი

რითი განსხვავდება ექსტრა დაზღვევა ჯანმრთელობის სტანდარტული დაზღვევისგან

დღესდღეობით, მედიკამენტების ფასების, გააქტიურებული დაავადებებისა თუ პაციენტთა ასაკის „გაახალგაზრდავების“ გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაზღვევა თითოეული ადამიანისთვის აუცილებელ პროდუქტად იქცა. მისი დახმარებით ვიღებთ შეღავათებს ისეთ მომსახურებებზე, როგორიცაა: ექიმთან კონსულტაცია, ამბულატორიული გამოკვლევები, დანიშნული მედიკამენტების შეძენა და სხვა. მაგრამ, ყველაზე ძვირადღირებული ჯანმრთელობის დაზღვევის ნაკრებიც კი ზოგჯერ ვერ ფარავს ჩვენთვის აუცილებელ ხარჯებს, რომელიც ამა თუ იმ დიაგნოზის დადგენას მოჰყვება. ზოგიერთი მძიმე დაავადების მკურნალობა კი კოლოსალურ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, რომელსაც სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევა სრულად ან საერთოდაც არ ანაზღაურებს.



სწორედ ამიტომ გვინდა გაგაცნოთ, თუ რატომ არის სასურველი, ჯანმრთელობის სტანდარტულ დაზღვევასთან ერთად, გვქონდეს ექსტრა დაზღვევაც.

დიაგნოზის გადამოწმება მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებში და მკურნალობის ორგანიზება


ჯანმრთელობის სტანდარტული დაზღვევა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო მომსახურების (პირადი ექიმის, მედიკამენტების, გეგმიური/გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის, გეგმიური თუ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებების) ხარჯების ნაწილის ანაზღაურებას, თანაგადახდისა და შეზღუდული ლიმიტების ფარგლებში.



რაც შეეხება ექსტრა დაზღვევას, იგი საშუალებას გაძლევთ, საქართველოში დასმული დიაგნოზი და დანიშნული მკურნალობის ტაქტიკა უფასოდ გადაამოწმოთ (მოიძიოთ ალტერნატიული სამედიცინო აზრი) ისეთ კლინიკებში, როგორებიცაა: Harvard Medical School teaching hospitals – US; Philadelphia International Medicine – US; University of Pittsburgh Medical Center (UPMC) US; King’s College of London – London, UK და სხვა. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა ითვალისწინებს იმავე ან მსოფლიოს სხვა წამყვან კლინიკებში მკურნალობის ორგანიზებას.

მომსახურების მისაღებად თქვენ უკავშირდებით „თიბისი დაზღვევის“ ცხელ ხაზს, ჩვენ კი უზრუნველვყოფთ თქვენი სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადებას, თარგმნასა და თქვენ მიერ არჩეულ კლინიკაში გადაგზავნას.

დიაგნოზის გადამოწმებასა და მკურნალობის ორგანიზებას, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში, უზრუნველყოფს ჩვენი ამერიკული პარტნიორი MediGuide-ი, რომელიც წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში და ემსახურება 152-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს.

შვილების დაზღვევა უფასოდ



თუკი სტანდარტული სამედიცინო დაზღვევა 1-დან 18 წლამდე შვილების დაზღვევას დამატებითი საფასურის სანაცვლოდ გვთავაზობს, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა 18 წლამდე შვილების დაზღვევას ავტომატურად, უფასოდ და იმავე პირობებით გულისხმობს. ორივე მშობლის დაზღვევის შემთხვევაში შვილების სადაზღვევო ლიმიტები ჯამდება (მათი რაოდენობის შეუზღუდავად).

რასაც ჯანმრთელობის სტანდარტული დაზღვევით ვერ დააზღვევ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯანმრთელობის სტანდარტული დაზღვევა ფარავს სამედიცინო ხარჯებს, ხოლო ექსტრა დაზღვევა ითვალისწინებს წინასწარ არჩეული ფიქსირებული თანხის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევის შეძენიდან 3 თვის შემდეგ მძიმე დაავადების დიაგნოზი დადგინდება.



ეს დაავადებებია: გულის ინფარქტი, გულის შუნტირება, ინსულტი, დამბლა, სიბრმავე, ავთვისებიანი სიმსივნე, თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე.

ექსტრა დაზღვევა, პირველ რიგში, სწორედ ამ 7 დიაგნოზის დაზღვევაა და, რომელიმე მათგანის დადგენის შემთხვევაში, შეძენილი ლიმიტით გათვალისიწნებულ ანაზრაურებას გასცემს სრულად. ლიმიტი განისაზღვრება ინდივიდუალურად და 25 000-დან 75 000 ლარამდეა, სტატუს კლიენტებისათვის კი – 25 000-დან 150 000 ლარამდე.

ექსტრა დაზღვევა არჩევანის საშუალებას გვაძლევს: შეგვიძლია, ვისარგებლოთ თანხის განკარგვის სრული თავისუფლებით.

ექსტრა დაზღვევით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერს, - თუ უკვე არსებული ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად ექსტრა დაზღვევასაც შეიძენთ, ამ ორი პროდუქტის კომბინირებით უნიკალურ სადაზღვევო ნაკრებს მიიღებთ.

დამატებითი დეტალებისათვის გადადი ბმულზე: online.tbcinsurance.ge ან მიმართე თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

შეიძინე ონლაინ

მსგავსი ბლოგები