facebook logo

სიახლე

სტუმრად მასპინძელი

წითელი ბუკლეტი წარწერებით
სტუმრად მასპინძელი თიბისი დაზღვევის ახალი პროექტია, რომლის მიზანია შეუერთდეს კამპანიას - Spend 4 seasons in Georgia - და თავის მომხმარებელთან ერთად იზრუნოს საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე.

„სტუმრად მასპინძელი“ იმ მოგზაურებისთვისაა, ვინც საზღვარგარეთ სტუმრად ყოფნისას, ადგილობრივებს ხშირად უზიარებს თავის შეხედულებებს, ისტორიებს და აძლევს რჩევებს საქართველოში მოსანახულებელი ადგილების შესახებ. შესაბამისად, გამოდის, რომ ყველა ასეთი ადამიანი, როდესაც სამოგზაუროდ მიდის, სტუმრად ყოფნისას ხდება მასპინძელიც.


იასამნისფერი სამაჯური

თიბისი დაზღვევა „სტუმრად მასპინძელს“, პირველად, ბი ბოტთან ერთად, ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე, „Ad Black Sea“ წარადგენს და ფესტივალის ყველა მონაწილეს ექნება საშუალება, გახდეს კეთილი ნების ელჩი, საზღვარგარეთ.

სამაჯური, ქვევრი, ხინკალი, ფიროსმანის ნახატის ილუსტრაცია

ნაკრებს აქვს სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა. ის იყოფა 2 ნაწილად, რომელზეც სხვადასხვა ფერის სამაჯურებია. ერთი სამაჯური შენთვის და მეორე, შენი უცხოელი მეგობრისთვისაა. იმ მომენტში, როდესაც სტუმრად მყოფები, საქართველოში სამოგზაუროდ, ჩვენს უცხოელ მეგობარს ვეპატიჟებით, საჩუქრად გადავცემთ სამაჯურს, რომელიც ერთგვარი “ძმად ან დად ნაფიცობის” თანამედროვე ვერსიაა.

ოქტომბრიდან, სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს ყველა, ვინც ბი ბოტის დახმარებით, შეიძენს “თიბისი დაზღვევის” სამოგზაურო დაზღვევას. სამომავლოდ, ეს გავრცელდება თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე tbcinsurance.ge, TBC-ის ინტერნეტ და მობაილ ბანკში.