facebook logo

ბლოგი

შემოდგომის სანაპირო ესპანეთში

დავიჯერო, ზაფხულის მიწურულს, ჟაკეტით სერნობა მარტო მე მენატრება? ზამთარში კი პირიქით - მძიმე ტანსაცმლისგან, ხშირად დამძიმებულ სხეულს ერთი სული აქვს, როდის დათბება და ასე დაუსრულებლად - ზამთარში ზაფხული გვენატრება, ზაფხულში კი ზამთარი.

ოთხი გოგონა წევს მზეზე სათვალეებით ბარსელონაში

ბავშვობაში, როცა ზაფხულს და გეტრების ჩაცმას ველოდებოდი, ხოლო არდადეგების გამო თამაშისთვის მეტი დრო იყო, ხშირად მომიკრავს ყური უფროსების ნათქვამი ფრაზისათვის - თუ ზღვაზე წასვლაა, სექტემბრის ბოლოს უნდა წახვიდე - „ბარხატნი სეზონია“!

დაივინგი თევზები წყალქვეშ აკვარიუმი

მაშინ ვერაფრით ვერ ვხვდებოდი როგორი უნდა იყოს სეზონი „ბარხატნი“, ან შემოდგომაზე ზღვაზე რატო უნდა წახვიდე, როცა მთელი 3 თვე სულ ზღვაზე წასვლის ამინდია?

ლურჯი ზღვის ხედი ვერანდიდან

მერე, როგორც ხდება, იზრდები და დიდების ენაზე იწყებ საუბარს, თუმცა, თუ ძალიან გაგიმართლა, არც ისეთი წყალწაღებული ხარ. როგორც “პატარა უფლისწულში” წერია - ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს).

ასე აღმოვჩნდი “დიდობის ჟამს” ესპანეთის სანაპიროზე თანაც გაგანია შემოდგომას! 

შეყვარებულები ზღვის პირას მზის ჩასვლისას

მადრიდსა და ბარსელონაში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, რომ ამ სამოგზაურო ფოტოალბომის ერთი-ერთი დამახასიათებელი დეტალი გადაღების რაკურსია. თურმე რა საინტერესო კადრების აღმოჩენის შესაძლებლობა მქონია მჯდომიარეს. 

ვეს ანდერსონის ფერები ორი კაცი ყვითელ კედელთან

ამ კუთხიდან გადაღებისას, ამბის დასრულების შენებური ვერსიებისთვის, უფრო ფართო არჩევანი გაქვს. მაგალითად: რაზე საუბრობენ ხილის დახლთან ჩამომსხდარი გოგონები...

ხილის სმუზი

ამ სამიდან ვისია ძაღლი და ასე დაუსრულებლად...

ლაბრადორი და სამი დაქალი

რახან აღმოჩენებზე წერა დავიწყე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ თურმე შემოდგომას ზღვაზე წასვლას არაფერი სჯობია. თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი წლის ძალებს ზაფხულის მიწურულს ერთიანად, ზღვაზე წასვლით აღიდგენთ, გადაღებისთვისაც სულ სხვანაირი განაათებაა...

ქვიშიანი ზღვის სანაპირო და ლუდები

ლამაზფეხება პალომაზეც უნდა მოგიყვეთ! ხომ იცით, ჩემი ფოტოების გმირებმა, ხშირ შემთხვევაში, არც იციან რომ ვუღებ, მაგრამ პალომას გვერდს ვერ ავუვლიდი… თან რაც შეიძლება ახლოს უნდა მივსულიყავი - ხოდა გავბედე და მივგორდი!

ბარის მაგიდასთან საუბრობენ მეგობრები

- ანტონიო ანტნიო!! მერე რაღაცას ესპანურად ამბობს რაც არ მესმის, მაგრამ ჩემი ინტერპრეტაციით ბიჭებს ეუბნება, რომ ამ გოგოს, ანუ მე, მისი გადაღება მინდა, რაც მთავარია, გაუხარდა ..

პალომა, ასე ჰქვია ამ ქალს რომელიც საღამოობით „ბიჭებთან“ ერთად “ფიესტაზე” მხვდებოდა. ისე მინდოდა მისი ახლოდან გადაღება, რომ გამონაკლისის სახით არ ვიპაპარაცე.

ქალი ზის ვიტრინასთან

ამ მოგზაურობის დროსაც მარტოდ მყოფმა ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს.

ძაღლი ადამიანის მეგობარია მარტოობაშიც არ ტოვებს

მადრიდიც და ბარსელონაც, ხალხმრავალი, მხირაული და თავისუფალი ქალაქია, მაგრამ ადამიანებს შორის ჩაკარგულ, დაფიქრებულ ადამიანებს მაინც ვპოულობდი... 

მარტო ყოფნისას ზღვის ხედი ამშვიდებს

ჩემი დაკვირვებით, როცა სამეგობროში წელიწადის დროებზე ვსაუბრობთ, ერთი ასეთი აზრი აუცილებლად გაიჟრერებს - არა, მე ზაფხული არასდროს არ მბეზრდება! 

სიყვარული ყველას უფლებაა და სიყვარული ლამაზია

ოქტომბერი იყო, მაგრამ ძალიან თბილოდა, როცა ეს გოგო დავინახე, ვფიქრობ, მასაც ჩემსავით ჟაკეტით სეირნობა ენატრებოდა...

გოგონა ბარში ლუდის ჭიქით ელოდება მეგობარს

ავტორი: ანა გოგუაძე