facebook logo

ბლოგი

3822 ადგილი სადაც სამოგზაურო დაზღვევა მოსულა

ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად წარმატებულმა კომპანიებმა მთავარი პრიორიტეტი განსაზღვრეს: მათი პროდუქტი მომხმარებლისათვის რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. პროდუქტის მიწოდების ეფექტიანობა ფაქტობრივად შემდეგი კრიტერიუმით განისაზღვრება: მიწოდება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას.

ყველაზე ხშირად და შესაძლოა უკანასკნელ მომენტშიც კი სწორედ მოგზაურებს (არა აქვს მნიშვნელობა სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრებიან, დასასვენებლად თუ დასათვალიერებლად)  სჭირდებათ მოგზაურობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის  სამოგზაურო დაზღვევის შეძენა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და წინასამოგზაურო მღელვარება, ზოგჯერ  დაუგეგმავი მივლინების თუ მოულოდნელი სიურპრიზის გამო, ხშირად გვავიწყებს ძალიან მარტივ პროცედურას - სამოგზაურო დაზღვევის შეძენას, ამდენად  ძალზე მნიშვნელოვანია დაზღვევის შეძენა  ნებისმიერ დროსა და ადგილას.

თიბისი დაზღვევის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა დღესდღეობით 3822 ადგილას არის შესაძლებელი, მათ შორის როგორც თიბისი ბანკისა და თიბისი დაზღვევის, ასევე საქართველოს ფოსტის ნებისმიერ ფილიალსა და თიბისი-ფეის გადახდის აპარატით მთელ საქართველოში. 

ხოლო მათ, ვისთვისაც ციფრული მომსახურება უფრო კომფორტულია, სამოგზაურო დაზღვევის შეძენა როგორც თიბისი დაზღვევის ვებგვერდის - online.tbcinsurance.ge, ასევე Facebook Messanger-ში  ბი ბოტის მეშვეობითაც შეუძლიათ.

გარდა იმისა, რომ ბი ბოტს შეუძლია სამოგზაურო დაზღვევის ჩეთშივე დამზადება და გამოგზავნა, ასევე გთავაზობს ახალ სერვისს, რადგან ბი მუდამ ზრუნავს, რომ თავისი მეგობრებისათვის ინოვაციური და მარტივი პროდუქტი შექმნას. ასე რომ, თუ აქამდეც მეოგბრობდით, ან მომავალში დაუმეგობდები, საზღვარგარეთ ყოფნისას ბი სამედიცინო დახმარებასაც გაგიწევს, თუკი დაგჭირდება.