facebook logo

სიახლე

ბი ბოტის სიახლე მოგზაურებისთვის

ბი ბოტს, კიდევ ერთი ახალი და ძალიან მნიშნველოვანი ფუნქცია დაემატა. გარდა იმისა, რომ ბი ბოტი საქართველოში პირველი სადაზღვევო ჩეთ ბოტია და 2017 წლიდან დღემდე 11,479 მოგზაური ჰყავს დაზღვეული, ის ასევე ერთადერთია, რომელიც საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებაში პირდაპირ Facebook Messenger-იდან, დამატებითი ზარის განხორციელების გარეშე დაგეხმარება.



რას ნიშავს ეს? – აქამდე, მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი სამედიცინო დახმარება თუ დაგჭირდებოდა, საერთაშორისო ასისტანსის ან თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზზე უნდა დაგერეკა. ახლა კი, ნაცვლად ამისა, შეგიძლია ბი ბოტს პირდაპირ ჩეთში მიწერო, რის შემდეგაც ის დაადგენს, რომელ ქვეყანასა და ქალაქში იმყოფები და რა სახის დახმარება გჭირდება. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ბი ბოტი მოგაწვდის პროვაიდერი კლინიკების ჩამონათვალს, სადაც მხოლოდ ფრანშიზას, ანუ შენი თანამონაწილეობის თანხას, 100 დოლარს ან ევროს გადაიხდი, დანარჩენს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს.

თუ გადაწყვეტ, რომ არაპროვაიდერ კლინიკას მიმართო, მაშინ გაითვალისწინე, რომ თანხის ასანაზღაურებლად, საქართველოში დაბრუნებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 2 42 22 22 და 15 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოადგინო საჭირო დოკუმენტაცია.