facebook logo

სიახლე

მასპინძლის დაზღვევა - ბლოგი

სახლის გაქირავება ერთი დიდი და ემოციურად დამღლელი პროცესი ხდება ხოლმე. ყველას ძალიან უყვარს თავისი გემოვნებით, ხასიათითა და დიდი ენერგიის გაცემის ხარჯზე მოწყობილი ბინა. თუ შენს სახლს შენც ისევე მაღალბიუჯეტიან კორპორაციასა და ხალხზე არ აქირავებ, როგორც Big Little Lies დამქირავებლები არიან, რომლებიც მილიონებსაც არ დაიშურებენ, ალბათ, უმჯობესია თადარიგი დაიჭირო და შენი გასაქირავებელი ქონება დაზღვეული გქონდეს. 

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძე   

ხდება ხოლმე, რომ ისეთივე უიღბლო შეიძლება აღმოჩნდე, როგორიც Lost-ის პერსონაჟი ჰუგოა და შენი ქონება წამებში  დააზიანოს ან გაანადგუროს კვამლმა, ხანძარმა თუ აფეთქებამ. - ჰუგოს გიფი

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძე

ისიც ხშირად ხდება ხოლმე, რომ შენს მეზობელს შესაძლოა მთლად პადინგტონი ვერა, თუმცა პადინგტონივით „მოხერხებული“ ოჯახის წევრი ჰყავდეს ან თავად ჰგავდეს მას, შესაბამისად, მეზობლის სახლიდან წყლის ჩამოსვლა, შეიძლება გახდეს შენი გაქირავებული სახლის დაზიანების მიზეზი. 

ან, ისიც ხდება ხოლმე, რომ ისეთივე მოუწესრიგებელ ადამიანს მიაქირავო შენი სახლი, როგორი Breaking Bad-ში ჯესია და მისმა დაუდევარმა ქმედებამ სავარაუდოა, რომ შენი საყვარელი სახლი დააზიანოს. 

უფრო ზუსტად კი, შენ, როგორც მასპინძელი, მასპინძლის დაზღვევით დაცული იქნები ისეთი შემთხვევებისაგან, როგორიცაა:
•    დამქირავებლის მიერ შენი ქონების დაზიანება მისი დაუდევრად ფლობით
•    მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება
•    კaნალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება
•    ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება
•    ხანძარი და აფეთქება
•    სტიქიური მოვლენები
•    ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა
•    მესამე პირის მიერ ჩადენილი ვანდალიზმი

თუმცა, თუ სახლში „Coming to America“-დან ედი მერფი  ან აფრიკის სხვა რომელიმე რესპუბლიკის პრინცი აღმოჩნდა და თავისი ხარჯებით გადაწყვიტა ჯაკუზი თუ სხვა ფუფუნების საგანი შეიძინოს, მის შენარჩუნებასა და მოვლაზე ზრუნვა არც შენი ვალია.

ავტორი:ლიკუნა ხაზარაძე