facebook logo

სიახლე

მასპინძლის სახლის დაზღვევა

თიბისი დაზღვევას მომხმარებლისთვის კიდევ ერთი ახალი პროდუქტი აქვს. სახლის გაქირავება, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირდებული. წინასწარ ვერსადროს განსაზღვრავ როგორი სტუმარი შეიძლება გყავდეს, ან როგორი სტუმარი ჰყავს შენს მეზობელს, რომელიც ასევე აქირავებს სახლს. თუმცა, უკვე შეგიძლია მსგავს საკითხებზე ზედმეტი ფიქრისაგან გათავისუფლდე და მშვიდად გააქირავო შენი ბინა ისეთი რისკებისაგან დაზღვევით, როგორიცაა:

- დამქირავებლის მიერ დაქირავებული ფართის დაზიანება დაუდევრად ფლობისა და განკარგვის შედეგად - მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება

- კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება

- ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით დაზიანდა ქონება

- ხანძარი და აფეთქება

- სტიქიური მოვლენები

- ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა

- ვანდალიზმი

სახლის დაზღვევა, გაქირავება, ცისფერი, აივანი, გოგონა

ვისთვის არის დაზღვევა

- თუ ხარ ბინის მესაკუთრე ან მფლობელი

- თუ შენს ბინაში მუდმივად ცხოვრობენ

მასპინძლის დაზღვევა მოიცავს ქ. თბილისს, ქ. ქუთაისს, ქ. ბათუმს, ბაკურიანსა და გუდაურს.   

მისი შეძენა შესაძლებელია ონლაინ, თვეში 12 ლარიდან.