facebook logo

სიახლე

საშკა საჩხერე

თანამედროვე ტურიზმი სცდება აქამდე არსებულ კრიტერიუმებს და, შესაბამისად, სტუმრებს, უკვე ნაცნობი და ერთგვარად გაცვეთილი ადგილების ნაცვლად, სრულიად უცნობი, ნაკლებად ტექნოლოგიური და მათი ყოველდღიური რუტინისგან განსხვავებული ადგილების მონახულება სურთ. ალბათ, ისიც აშკარაა, რომ სინგაპურის, ტოკიოს თუ ნიუ-იორკის ნახვის შემდეგ, საქართველოში ჩამოსულ ტურისტს  ჩვენი ტექნოლოგიური წინსვლითა და მოდერნისტული შენობებით ვერ გავაოცებთ. ამიტომაც, დღეს ტურიზმის განვითარებისათვის საწყის და რელევანტურ წერტილად ისეთი ადგილები უნდა შევარჩიოთ, სადაც კულტურა, მასპინძლობა, ცხოვრების წესი და ლანდშაფტი ორიგინალური და განსხვავებულია. ამ იდეის უნიკალურობა და მნიშვნელოვანება კარგად ესმის პროექტის - სტუმრად მასპინძლისერთ-ერთ მონაწილეს, რომელმაც მეგობრებთან ერთად შექმნა ორგანიზაცია Explore Imereti. ამ ეტაპზე მეგობრების გუნდი საკუთარი ხარჯებითა და ენთუზიაზმით ცდილობს საჩხერის რეგიონის გამოცოცხლებასალექსანდრე ისკანდაროვი

საჩხერეში, ფაქტობრივად, არ არსებობს ცივილური ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და შესაბამისი მომსახურება, რაც მას განსაკუთრებით მომხიბვლელად აქცევს ინდივიდუალური მოგზაურებისთვის. იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია სოფლის მეურნეობის კულტურა, რაც ტურისტულად განვითარებულ რეგიონებში ნაკლებად გვხვდება. ერთ-ერთი უმთავრესი და აღსანიშნავი თვისება კი იმერული სტუმარმასპინძლობაა, რომელიც საჩხერეში მოხვედრილი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრისთვის ყოველთვის სასიამოვნო შთაბეჭდილებად რჩება. 

იმერეთში რომ განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა იციან, ეს ფაქტი ჩვენთვის ისედაც ცნობილია, თუმცა უცხოელი მოგზაურებისათვის სასიამოვნო აღმოჩენად იქცევა თავისი ტრადიციული და უცხო მახასიათებლების გამოგანვითარებული ტრენდი - ტურისტმა მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესებში, რომელსაც მისი კომფორტისათვის მასპინძელი სთავაზობს - საჩხერეში სრულიად ხელმისაწვდომია, მოგზაურებისთვის კი გამორჩეულად საინტერესო. მაგალითად, იმერული კერძების მომზადება, მოსავლის აღება თუ სხვა აქტივობები, რომლებიც თავის სპეციფიკურ ნიშას უქმნის მუნიციპალიტეტს

ვიკვლევთ საჩხერის ყოფილ აეროდრომს და მიზნად ვისახავთ მის აღდგენას, რეისების დანიშვნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში განვითარდეს თავისუფალი და მოტო პარაპლანით ფრენა, რომ ინდივიდებისთვის, რომლებიც ახალ შთაბეჭდილებებსა და თავგადასავალს ეძებენ, საქართველოში და განსაკუთრებით იმერეთში მოგზაურობა უფრო მრავალფეროვანი გახდეს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ვაპირებთ სალაშქრო ტურიზმის განვითარებასაც. 

მეგობრები, ფაქტობრივად, უკვე არიან საჩხერის მასპინძლები და რამდენიმე ერთდღიანი ტურით აცოცხლებენ რეგიონის დიდ პოტენციალს

ქართველ გამოცდილ და ასევე სიახლეების ძიებით მოტივირებულ ავიატორებთან ერთად გადავფრინდით და თვითმფრინავით დავეშვით საჩხერის ძველ, მივიწყებულ აეროდრომზე, მზის ამოსვლისას ავედით თითქმის სრულად რესტავრირებულ  მოდინახეს ციხეზე. პირველ რიგში   ვივარჯიშეთ იოგაში, რომელმაც გადააჭარბა ყველა შესაძლო მოლოდინს და შთაბეჭდილებას. ასევე, უკვე რამდენჯერმე გავედით საველე კვლევაზე საინტერესო ადამიანებისა და ადგილების მოსაძიებლად და გადასაღებად. სასიამოვნო ფაქტია, რომ ზემო იმერეთი ნელ-ნელა ხდება ახალი მიმზიდველი მიმართულება როგორც გასტრონომიული, ასევე აქტიური, ექსტრემალური სპორტის მხრივაც. მაგალითად, საჩხერის მეზობლად, ჭიათურა-კაცხში, ადგილობრივები უკვე დამოუკიდებლად ქმნიან ჯგუფებს და ატარებენ სამოყვარულო ვარჯიშებს ბუნებრივ კლდეებზე ასვლასა და ასევე ფესტივალებს კლდეზე ცოცვაში.

რომ შევაჯამო, ზემო იმერეთსა და მის ცალკეულ მუნიციპალიტეტებს საინტერესო და ავთენტური ტურისტული პროდუქტების შეთავაზების დიდი პოტენციალი აქვს თანამედროვე მოგზაურებისთვის.”