facebook logo

სიახლე

ბი ბოტი სამედიცინო ხარჯებს ანაზღაურებს

ციფრული და ინოვაციური სერვისები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებას გთავაზობთ - მათ, ვინც უკვე სარგებლობთ ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევით, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ჩეთიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.

ბი ბოტი, ფული

ბი ბოტთან რამდენიმე წუთიანი გასაუბრებით შეგიძლიათ მოითხოვოთ და ძალიან სწრაფად მიიღოთ ანაზღაურება. ამისთვის უნდა გაუგზავნოთ თქვენი ანგარიშის ნომერი, ფორმა ასი/დანიშნულება, ქვითარი აფთიაქიდან/კლინიკიდან და ინვოისი, ან შემოსავლის ორდერი. აღნიშნული დოკუმენტების სურათების გადაგზავნის შემდეგ, 500 ლარამდე მომსახურების თანხა 1 დღეში, 500 ლარზე მეტის შემთხვევაში კი 3 დღემდე ვადაში ჩაგერიცხებათ. უკვე არსებული მოთხოვნის დოკუმენტაციის ჩამატება კი მარტივად, მხოლოდ დამატებით ფოტოს ატვირთვით შეგიძლიათ.

ბი ბოტის ჩეთში შესაძლებელია საკუთარი ანაზღაურებების სტატუსის შემოწმებაც და სადაზღვევო ბარათის ელექტორნული ვერსიის ნახვაც.

ასევე, თუ  ცხელი ხაზის ოპერატორთან, ბი ბოტი მესინჯერიდანვე დაგაკავშირებთ მას.