facebook logo

სიახლე

სამედიცინო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად

ციფრული და ინოვაციური სერვისები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მათ დანერგვასა და განვითარებაზე. მორიგი ასეთი სიახლე თიბისი დაზღვევის და პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემის - REDMED-ის პარტნიორობაა.

REDMED არის ინოვაციური კომპანია, რომელიც ექიმებს და პაციენტებს თანამედროვე მიდგომების გამოყენებით აკავშირებს. REDMED-ის დახმარებით, შეგიძლია მოძებნო, შეარჩიო, დაუკავშირდე სასურველ ექიმს და დაგეგმოს ვიზიტი, ან მიიღოს სამედიცინო მომსახურება სასურველ გარემოში - „ექიმი შენთან“


ლამაზი ბაბლები

ახალი ციფრული პლატფორმა მოსახერხებელია ექიმებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი სამუშაო კალენდარი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. REDMED-ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია როგორც აპლიკაციით, ასევე ვებ-გვერდით - redmed.ge

აქამდე, ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევის მომხამრებლებს სახლიდან გაუსვლელად შეეძლოთ ანაზღაურების მიღება. REDMED-თან თანამშრომლობით კი ახლა უკვე სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.

ამ ეტაპზე მომხამრებელი REDMED-ით სამედიცინო სერვისის მიღების შემდეგ, მომსახურების სრულ თანხას გადაიხდის და შემდეგ წარადგენს ინვოისს, რის საფუძველზეც ავუნაზღაურებთ თანხას. სამომავლოდ კი მომხმარებელს საშუალება ექნება, ნაწილობრივი გადახდითაც ისარგებლონ - REDMED-ით სარგებლობისას ის მხოლოდ ნაწილობრივ თანხას გადაიხდის, დანარჩენს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს. მომხმარებელს თანხის ანაზღაურება ვებ-გვერდზე - on.tbcinsurance.ge ან Facebook Messenger-ში, ბი ბოტის დახმარებით შეუძლია.