ჯაზფესტივალის ბილეთების დაზღვევა
როცა ზაფხულის ყველა დღის წინასწარ გაწერა არ შეგიძლია, ამ დროს კი არც ჯაზფესტივალზე წასვლის შანსის დაკარგვა გინდა - რა შეიძლება ასეთ დროს დაგეხმაროს?  ამ შემთხვევისთვის თიბისი დაზღვევამ  სპეციალური პროდუქტი შექმნა. ჯაზფესტივალის ბილეთები შეგიძლიათ დაზღვევით იყიდოთ.
ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთების ონლაინ შეძენა დაზღვევასთან ერთად არის შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ 27-30 ივლისის გეგმები შეგეცვლებათ და ფესტივალზე ვეღარ წახვალთ, ბილეთების ღირებულების 100 % აგინაზღაურდებათ. ამ განსაკუთრებული დაზღვევით ბილეთების შეძენა www.tkt.ge -ზეა შესაძლებელი.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი წელს ბათუმში უკვე მეთერთმეტედ გაიმართება.  წელს ჯაზის და მუსიკის მოყვარულებს ფესტივალზე ჯემიროქუაის მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ. მასთან ერთად ფესტივალის მონაწილენი არიან ჯოს სტოუნი, დე ლა სოული და სხვები. 
თუ კონცერტის დაზღვეულ ბილეთს 7 დღით ადრე დააბრუნებთ, მას თიბისი დაზღვევა ნებისმიერ შემთხვევაში აგინაზღაურებთ. ხოლო თუ კონცერტზე წასვლა ავადმყოფობის ან საგზაო შემთხვევის გამო ვერ შეძელით, ამ მიზეზის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს დაბრუნებული ბილეთის თანხა ანაზღაურდება. ამისათვის, საჭიროა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ელ. ფოსტაზე - insurance@tkt.ge- გაგზავნოთ . თანხის ჩარიცხვას კი საშუალოდ 2 სამუშაო დღის ვადაში დაელოდოთ. 
 
როგორ დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ბილეთი დაზღვეულია? 
ბილეთების ონლაინ შეძენისას www.tkt.ge-ზე კითხვაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ - გსურთ თუ არა ბილეთების დაზღვევა. შესაბამისად, თანხმობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მაგალითად, 5 ლარად ჯემიროქუაის კონცერტისთვის ბილეთის დაზღვევა შეიძინოთ. 
ეს სერვისი თიბისი დაზღვევამ სპეციალურად ჯაზფესტივალისთვის შექმნა და მისით სარგებლობა ნებისმიერ მყიდველს შეუძლია. გარდა ამისა, ბილეთების თიბისი სტატუსისა და პრაიმ ბარათებით შეძენისას 15-20% ფასდაკლება მოქმედებს.