facebook logo

ბლოგი

ავტოს ბლოგი

დღის განმავლობაში ხომ ბევრი რამ ხდება, მაგრამ ყველაზე საინტერესო შემთხვევები, ალბათ, მანქანის დაპარკინგებისას, საცობში 20 წუთით ყოფნისას, ან სავალ გზაზე სიარულის დროს თუ შეემთხვევა ადამიანს, რომლელსაც ყოველდღიურად როგორც თევზს წყალი, ისე ესაჭიროება მანქანა. ასეთ დროს აუცილებელია გათვალისწინებული გქონდეს ის რისკები, რომლებიც შენი ავტომობილით გადაადგილებისას შეიძლება წარმოიქმნას. გათვალისწინება კი დროში, სადაც თავისთვაად დაზღვეული არაფრისგან ხარ,  გულისხმობს ჩვენს ავტოდაზღვევას, რომელიც შემდეგი შემთხვევების გადატანას გაგიმარტივებს: 

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძე

ავტოავარია, ხშირად ისეთ დროს ხდება, ყველაზე ნაკლებად რომ ელოდები. შენ რომც ფრთხილი მძღოლი იყო, ზოგიერთი თავს ტაქსის ან ფორსაჟის გმირად წარმოიდგენს და აი მანდ შენც ფილმის მონაწილე შეიძლება გახდე. თუმცა, თუ ავტოდაზღვევა გექნება, ჩათვალე, რომ მანქანაში ყოფნის დროსაც ამ წყვილივით იგრძნობ თავს. 

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძე

ისიც ხდება ხოლმე, რომ ყველაზე წარმოუდგენელ დროს კი არა, ყველაზე წარმოუდგენელმა ადამიანმა შეიძლება დაუშვოს შენს ავტომობილს რამე. სულ ხომ ვერ გემახსოვრე როდის ვინ გააბრაზე და ვინ რაზეა წამსვლელი. ამიტომაც, თუ გინდა, რომ ავტომობილზე მოულოდნელად გაჩენილი ნაკაწრების ავტორის უშედეგო ძიებამ არ გაგტანჯოს, ამისგანაც დაზღვეული უნდა იყო. 

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძე

შეიძლება იმდენად წყნარი, მშვიდი და სანდომიანი ხარ ჭიანჭველასაც კი არ აბიჯებ ფეხს, მაგრამ დედა ბუნების გაბრაზრებას შენ რას გაუგებ? ამიტომ, ავტოდაზღვევა სეტყვისგანაც „გიხსნის“.  

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძე

დაპარკინგებულ მანქნას სეტყვის გარდა კიდევ ბევრი საგანი შეიძლება დაეცეს. ქართულ ენაში კი საგანი სულიერიც არის და უსულოც. ჩვენ ორივეს აგინაზღაურებთ. 

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძე

თუ ყველა ამ რისკს გადაურჩი, მაგრამ დილით ავტომობილის დაქოქვისას გრძნობ, რომ მანქანას რაღაც ნაწილი აკლია, დაგვირეკე და არც ამას გაგიხდით სანერვიულოს. 

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძე

მთავარია, რომ მანქანის მართვისას შენც „Hangover”-ის სიუჟეტს არ გაჰყვე და მანქანა არაფხიზელ მდგომარეობაში არ ატარო. 

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძეისიც გაითვალისწინე, რომ შენთვის ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, ჩვენ გაძლევთ საშუალებას, უფლებამოსილი მძღოლების სია შეავსო, სადაც იმ ადამიანებს მიუთითებ, ვისი შენი მანქანის საჭესტან აღმოჩენის ალბათობა დიდია. ჩვენ მათ შემთხვევებსაც ავანაზღაურებთ, მთავარია ადამიანი იყოს და  მართვის მოწმობაც ჰქონდეს. 

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძე

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე