დღის განმავლობაში ხომ ბევრი რამ ხდება, მაგრამ ყველაზე საინტერესო შემთხვევები, ალბათ, მანქანის დაპარკინგებისას, საცობში 20 წუთით ყოფნისას, ან სავალ გზაზე სიარულის დროს თუ შეემთხვევა ადამიანს, რომელსაც, ყოველდღიურად, როგორც თევზს წყალი, ისე ესაჭიროება მანქანა. ასეთ დროს აუცილებელია გათვალისწინებული გქონდეს ის რისკები, რომლებიც შენი ავტომობილით გადაადგილებისას შეიძლება წარმოიქმნას. გათვალისწინება კი დროში, სადაც თავისთავად დაზღვეული არაფრისგან ხარ, გულისხმობს ჩვენს ავტოდაზღვევას, რომელიც შემდეგი შემთხვევების გადატანას გაგიმარტივებს:
ავტოავარია ხშირად ისეთ დროს ხდება, ყველაზე ნაკლებად რომ ელოდები. შენ რომც ფრთხილი მძღოლი იყო, ზოგიერთი თავს ტაქსის ან ფორსაჟის გმირად წარმოიდგენს და აი მანდ შენც ფილმის მონაწილე შეიძლება გახდე. თუმცა, თუ ავტოდაზღვევა გექნება, ჩათვალე, რომ მანქანაში ყოფნის დროსაც ამ წყვილივით იგრძნობ თავს.
ისიც ხდება ხოლმე, რომ ყველაზე წარმოუდგენელ დროს კი არა, ყველაზე წარმოუდგენელმა ადამიანმა შეიძლება დაუშაოს შენს ავტომობილს რამე. სულ ხომ ვერ გემახსოვრება როდის ვინ გააბრაზე და ვინ რაზეა წამსვლელი. ამიტომაც, თუ გინდა, რომ ავტომობილზე მოულოდნელად გაჩენილი ნაკაწრების ავტორის უშედეგო ძიებამ არ გაგტანჯოს, ამისგანაც დაზღვეული უნდა იყო.
შეიძლება იმდენად წყნარი, მშვიდი და სანდომიანი ხარ ჭიანჭველასაც კი არ აბიჯებ ფეხს, მაგრამ დედა ბუნების გაბრაზრებას შენ რას გაუგებ? ამიტომ, ავტოდაზღვევა სეტყვისგანაც „გიხსნის“.
დაპარკინგებულ მანქანას სეტყვის გარდა კიდევ ბევრი საგანი შეიძლება დაეცეს. ქართულ ენაში კი საგანი სულიერიც არის და უსულოც. ჩვენ ორივეს აგინაზღაურებთ.
თუ ყველა ამ რისკს გადაურჩი, მაგრამ დილით ავტომობილის დაქოქვისას გრძნობ, რომ მანქანას რაღაც ნაწილი აკლია, დაგვირეკე და არც ამას გაგიხდით სანერვიულოს.
მთავარია, რომ მანქანის მართვისას შენც „Hangover”-ის სიუჟეტს არ გაჰყვე და მანქანა არაფხიზელ მდგომარეობაში არ მართო.
ისიც გაითვალისწინე, რომ შენთვის ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, ჩვენ გაძლევთ საშუალებას, უფლებამოსილი მძღოლების სია შეავსო, სადაც იმ ადამიანებს მიუთითებ, ვისი შენი მანქანის საჭესთან აღმოჩენის ალბათობა დიდია. ჩვენ მათ შემთხვევებსაც ავანაზღაურებთ, მთავარია ადამიანი იყოს და მართვის მოწმობაც ჰქონდეს.
ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე