facebook logo

სიახლე

კაის თქმა მოსულა!

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძალიან მარტივი და ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღების დროს, ჩვენზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. დაწყებული იმით როგორია სოციალური ფონი ჩვენს ირგვლივ და დამთავრებული იმით, ყოველდღიურად მიღებული ინფორმაცია ნეგატიური ხასიათისაა თუ პოზიტიურის. ჩვენს თვალწინ კი უმეტესად სწორედ ნეგატიური ემოციის მქონე ინფორმაცია ხვდება.

დადებითი ემოციიდან უარყოფითზე გადასვლა მარტივია, უარყოფითიდან - რთული. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, თუ მეგობრებსაც ხშირად ნეგატიურ ამბებს უფრო ვუზიარებთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრების ტემპიც ზედმეტად სწრაფი და დამატებითი სტრესის გამომწვევია, ხდება ხოლმე, რომ ყველაზე მეტად ყველაზე მარტივი რამის აღნიშვნა გვიჭირს. თითქოს არაფერი უნდა რაიმე კარგის თქმას, თუმცა, როცა ამის დრო და შესაფერისი მომენტი დგება, გვიჭირს ერთმანეთის შესახებ რაიმე პოზიტიურის როგორც აღნიშვნა, ასევე ჩვენი მიმართულებით სხვისგან ნათქვამის მიღებაც.

კაის თქმა მოსულა

როდესაც აღნიშნავენ თუ რა კარგად გაცვია, რა კარგად გამოიყურები, როგორ საოცრად ართმევ შენს საქმიანობას თავს, - ჩნდება უხერხულობის შეგრძნება, რომ ახლა ამის შესაფერისი სიტუაცია და დრო არ არის. თიბისი დაზღვევის მიზანია, ადამიანებს გაუჩინოს კარგის აღნიშვნის მოტივაცია და დაანახოს მათ, რომ ხშირად აქვთ შესაფერისი დრო და სიტუაცია სადაც, კაის თქმა მოსულა!