facebook logo

ბლოგი

კაის თქმის უკუღმართობა გურიაში

კაცის სურათი

გურია პარადოქსების მხარეა, ამიტომ ,,კაის თქმა’’ რომ ამოიცნო, ,,პაწა’’ თავისუბური მათემატიკა გჭირდება, განტოლებასავითაა.

გურული დიალექტი

"რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?" ეს კითხვები ერთ მთლიანობად, სხაპასხუპით დაისმის და მათი ირიბი დატვირთვა შენი მოშორების სურვილს კი არა, სამასპინძლოდ არსებული დროის გაზომვის ინტერესს ემსახურება.

შავი სიტყვები

,,რაფერ გასუქებულხარ’’

სულ ღიმილიანი სახით წარმოითქმის, თუნდაც უდიდეს დიეტებზე შეჭიდებულს მიემართებოდეს და ომიანობის წლების ინერციაა, როცა ოდნავ ფერზე მოსული ადამიანიც სიკეთის ნიშანი იყო.


ლამაზი სურათებიი

,,უფ, მაი იმფერი უბედური სულია’’ არც უბედერებას ნიშნავს და არც ბედნიერებას, დიდი საქმეების ,,გამიმასქნებელს’’ უფრო გულისხმობს და წარმოითქმის ან პათეტიკურად ან საიდუმლო ჩურჩულით.

წარწერა ლამაზად

,,უფ, ანგრევს ყოლიფერს’’ არც აქ უკავშრიდება არც ნგრევას და არც შენებას ეს სიტყვები - რამე გამოსაჩენს და სასახელოს თუ აკეთებ, უფრო ამის ნიშანია.

ასე განსაჯეთ, რომ გურიაში წყევლაც კი ამოტრიალებულია. ხშირად მინახავს, სახემრისხანე ქალი როგორ მისდევს ცელქ პატარას, პატარა ხეზე აბობღდება, ქალი - დედა ან ბებია, ქვევიდან შესცქერის, სახე უარესად მრისხანე და ხმა კივილნარევი ამოსდის. აი, სიტყვები, სიტყვები კი სულ სხვა რამეს ამბობს“

,,შენ არ მეისპე!’’

ავტორი: გიორგი კეკელიძე