facebook logo

ბლოგი

მომსახურებები, რომელიც დისტანციურად შეგიძლია მიიღო

გარდა იმისა, რომ მომსახურების დისტანციურად მიღება სიმარტივესა და კომფორტთან ასოცირდება, ზოგჯერ აუცილებელიც კია სახლიდან გაუსვლელად მივიღოთ ჩვენთვის საჭირო სერვისები.  ყველაზე კარგი გამოსავალია ღილაკზე თითის სულ რამდენიმე დაჭერით ავირიდოთ თავიდან ხალხმრავალ ადგილებსა და დაუსრულებელ რიგებში ყოფნა. 

სწორედ ამიტომ,  გაითვალისწინე, რომ თუკი სადაზღვევო პროდუქტების შეძენა გსურს, ამისათვის სახლიდან გასვლა საერთოდ არ არის საჭირო. ჩვენი ყველა სადაზღვევო პროდუქტის ყიდვა შეგიძლია ონლაინ: ავტომობილის დაზღვევა, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა, ბინის დაზღვევა, სესხის დაზღვევა, D1 ავტოდაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა. 

გარდა ამისა, თუ შენ უკვე სარგებლობ ჩვენი დაზღვევით, მომსახურებაც შეგიძლია დისტანციურად მიიღო. 

online.tbcinsurance.ge-ზე შეგიძლია შეიძინო ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები. 

on.tbcisnurance.ge-ზე შეგიძლია მოითხოვო სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება. 

B bot - სადაზღვევო მომსახურებას, Facebook Messenger-ში გაგიწევს. მისი დახმარებითაც შეგიძლია შეიძინო დაზღვევა და მოითხოვო სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება. ასევე, თუ მოგზაურობისას ასისტანსის სერვისი დაგჭირდება,  B bot  ამაშიც დაგეხმარება. 

და კიდევ, თუკი ექიმთან ვიზიტი გქონდა დაგეგმილი და წასვლას ვეღარ ახერხებ, ჩვენი პარტნიორი - სამედიცინო პლატფორმა REDMED ექიმს პირდაპირ შენთან მოიყვანს, ან ვიდეოსა და ზარის საშუალებით ძალიან მარტივად დაგაკავშირებს მასთან.