facebook logo

ბლოგი

სამედიცინო მომსახურება ონლაინ

მსოფლიოსა და საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, თიბისი დაზღვევა იზიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას - მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად ვისარგებლოთ დისტანციური მომსახურებით, რათა ვიზრუნოთ როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობაზე.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღებას ონლაინ: სამედიცინო ანაზღაურების მიღება, ოჯახის ექიმთან ჩაწერა, საგარანტიო წერილის მოთხოვნა და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობით გათვალისწინებული სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეგიძლია ვებგვერდზე - on.tbcinsurance.ge-ზე, ასევე სამედიცინო ანაზღაურების მიღება შესაძლებელია Facebook Messenger-ში  b bot-ის დახმარებით. ხოლო, თუ, ექიმის მომსახურების მიღებაც სახლიდან გასუვლელად გსურს, ამისთვის ჩვენი პარტნიორის REDMED-ის აპლიკაცია დაგჭირდება. 

სამედიცინო მომსახურება ონლაინ

გაზაფხულზე აქტუალურია  სხვადასხვაგვარი ალერგია, სეზონური გრიპი და გაციება, შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ცენტრებში ამ სეზონზე განსაკუთრებით ხალხმრავლობაა.  ჩვენ გთავაზობთ თავი აარიდო ხალხმრავალ ადგილებს და გეგმიური სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა ექიმთან კონსულტაცია,  დისტანციურად მიიღო. ისარგებლე ჩვენი პარტნიორის, REDMED-ის  აპლიკაციით, რომელიც პირველი სამედიცინო სერვისების ციფრული პლატფორმაა საქართველოში. 

რედმედი, თიბისი დაზღვევა, აპლიკაცია

რედმედის დახმარებით ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტივია: კომპანია გთავაზობს ექიმის როგორც აუდიო-, ასევე ვიდეოკონსულტაციას. 15 მარტის ჩათვლით აუდიო რჩევის მიღება უფასოა, ხოლო 13 მარტიდან  20 მარტის ჩათვლით 3 სპეციალობის ექიმის: ალერგოლოგის, ენდოკრინოლოგის და დერმატოლოგის ვიდეოკონსულტაციას მიიღებ უფასოდ. პლატფორმით სარგებლობა შეგიძლია ძალიან მარტივად - REDMED-ის  აპლიკაციით ან ვებგვერდით.  

თუმცა, თუ ექიმთან პირადი ვიზიტი უფრო გამშვიდებს, არც ესაა პრობლემა. გამოიძახე REDMED სახლში და ხარჯებს შემდგომ ჩვენ აგინაზღაურებთ.

ანაზღაურება, დისტანციური, ონლაინ

თიბისი დაზღვევისა და REDMED-ის დახმარებით, აღარც ოჯახის ექიმთან სტუმრობა მოგიწევს და კონსულტაციასაც დისტანციურად გაივლი. ამისათვის, საჭიროა დარეგისტრირდე REDMED-ის აპლიკაციაში და თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმთან ვიდეო კონსულტაციაზე ჩაეწერო. 

თუ უკვე კონსულტაციაც გაიარე და იცი, რომ მედიკამენტები გჭირდება, მათაც დისტანციურად გამოგიწერთ. ამისათვის საჭიროა პაციენტს ჩვენს ოჯახის ექიმთან გახსნილი ჰქონდეს ისტორია, ან ფლობდეს სპეციალისტის მიერ გამოწერილ დანიშნულებას. მიმართვის დისტანციურად მისაღებად მოგვწერე მეილზე: online@tbcinsurance.ge 

ოჯახის ექიმის მიმართვის დისტანციური მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ამბულატორული სერვისების შემთხვევაშიც. ამისათვის, ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულება უნდა გამოგვიგზავნო მეილზე online@tbcinsurance.ge და დისტანციური მიმართვის გაფორმებას შეძლებ ჩვენი 12 პროვაიდერი კლინიკისათვის:

  •  ავერსის კლინიკა
  •  თოდუას ცენტრი
  •  მეგალაბი
  •  ციტო
  • მრჩეველი
  •  გაგუას კლინიკა 
  • წმ. მიქაელის კლინიკა
  •   გიდმედი
  •  ახალი მზერა
  • კლინიკა ფემილი
  •  გულ-სისხლძარღვთა კლინიკა
  • მაღალტექნოლოგიური კლინიკა მედცენტრი (ბათუმი)

ისიც გაითვალისწინე, რომ თიბისი დაზღვევის დახმარებით დისტანციურად შეგიძლია მოითხოვო საგარანტიო წერილი და მიიღო სადაზღვევო ანაზღაურება. ამისათვის მხოლოდ on.tbcinsurance.ge-ზე სტუმრობა და ანაზღაურებისთვის დოკუმენტაციის ატვირთვა დაგჭირდება. 

სმარტფონი, აპლიკაცია

ასევე, ჩვენი გუნდის ყველაზე ციფრული წევრი, ბი ბოტი მუდამ მზად არის დაგეხმაროს და სამედიცინო ხარჯების ონლაინ ანაზღაურებას გთავაზობს. მისწერე ბი-ს Facebook Messenger-ში, აირჩიე ჯანმრთელობის დაზღვევა და დოკუმენტაციას სულ რამდენიმე წამში ჩატიდან გაუსვლელად ატვირთავ. ანაზღაურების სტატუსის ნახვაც იქვე შეგიძლია და დამატებითი კითხვების შემთხვევაში ოპერატორთანაც დაგაკავშირებს. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  მოგვწერე: infohealth@tbcinsurance.ge ან დაგვიკავშირდი: (032) 2 42 11 11