facebook logo

სიახლე

თიბისი დაზღვევა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

16 მარტიდან თიბისი დაზღვევის ფილიალი დროებით დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. ჩვენი სადაზღვევო სერვისების მიღება შეგიძლია ონლაინ.

გეომეტრიული ფიგურები

 „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, დროებით შევაჩეროთ ფიზიკური მომსახურების ფილიალები და დისტანციურ სერვისზე გადავიდეთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებს შევუქმნათ კომფორტი, რადგან ჩვენი თითქმის ყველა სერვისის მიღება ისედაც ონლაინ არის შესაძლებელი“.  - პაატა ღაძაძე 

დისტანციური ანაზღაურება 

ჯანმრთელობის დაზღვევა 

სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება, საგარანტიო წერილის   მოთხოვნა, ოჯახის ექიმთან ჩაწერა და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობით გათვალისწინებული სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეგიძლია ვებგვერდზე on.tbcinsurance.ge 

სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება Facebook Messenger-ში, B bot -ის დახმარებითაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. 

ელექტრონული მიმართვების მისაღებად  ამ მისამართზე მოგვწერე: online@tbcinsurance.ge

ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე  ნებისმიერ დროს შეგიძლია დაგვიკავშირდე: (032) 2 42 11 11 ან infohealth@tbcinsurance.ge 

ავტომობილის დაზღვევა 

ყველა ზარალის ანაზღაურება შესაძლებელი იქნება ოფისში მოსვლის გარეშე (სატელეფონო კომუნიკაციის, ვებ პორტალის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

ზარალის რეგულირების აქტის დადასტურება კი ვებგვერდზე on.tbcinsurance.ge შეგიძლია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  დაგვიკავშირდი: (032) 2 42 22 22 ან info@tbcinsurance.ge

 
სამოგზაურო დაზღვევა 

საზღვარგარეთ მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტების გამოგზავნა შეგიძლია შემდეგი გზით:

მიწერე ბი ბოტს Facebook Messenger-ში და აირჩიე სამოგზაურო ასისტანსი.

გამოაგზავნე საბუთები: travel@tbcinsurance.ge

დაგვიკავშირდი: (032) 2 42 11 11


სიცოცხლის, კრიტიკული დაავადებების და უბედური შემთხვევის დაზღვევა 

სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნა შეგიძლია დისტანციურად, მეილის მეშვეობით. გამოგვიგზავნე საჭირო დოკუმენტები ამ მისამართზე:  Life@tbcinsurance.ge  ან დაგვიკავშირდი: (032) 2 42 22 22

დამატებითი დაფარვები და ცვლილებები დაზღვევის პირობებში

სამოგზაურო დაზღვევა

თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის პერიოდში აუცილებლად გიწევს მოგზაურობა, პოლისში დაფიქსირებული ფრანშიზის მიუხედავად, ყველა შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, ანაზღაურდება ფრანშიზის გარეშე. 

თუ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში დაგჭირდება REDMED-ის ნებისმიერი ექიმის ვიდეო- ან აუდიოკონსულტაცია,  ამ მომსახურების ღირებულებაც ფრანშიზის გარეშე აგინაზღაურდება.

ასევე აგინაზღაურებთ  რედმედის ან ადგილობრივი ექიმის დანიშნულების მიხედვით  გაციების და/ან გრიპის დროს საჭირო 7 დღის მოხმარების მედიკამენტების ხარჯებს.

გარდა ამისა, თუ უკვე იმყოფები საზღვარგარეთ, შეძენილი გაქვს ჩვენი სამოგზაურო დაზღვევა და ვერ ახერხებ საქართველოში დაბრუნებას პოლისის ამოწურვამდე, პოლისის ვადის გახანგრძლივებას 14 დღით უფასოდ შეძლებ.   ამისათვის უნდა დაგვიკავშირდე: (032) 2 42 11 11 


დაზღვევის შეძენა
ჩვენი სადაზღვევო პროდუქტების შეძენა ასევე ონლაინ არის შესაძლებელი ვებგვერდზე: online.tbcinsurance.ge