facebook logo

სიახლე

სამოგზაურო დაზღვევის განსაკუთრებული პირობები დაზღვეულებს

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო,  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა - თავი შევიკავოთ მოგზაურობისგან და მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას.  

თუმცა, საზღვარგარეთ გამგზავრება  ზოგჯერ აუცილებლობაა და არა არჩევანი. სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევა თავის მომხმარებლებს დამატებით განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. 

თვითმფრინავი, მოგზაურობა

თუკი  მოგზაურობისთვის ჩვენს სამოგზაურო დაზღვევას შეიძენ, შემდეგი პირობებით ისარგებლებ: 

  • თუ უკვე  შეძენილი გაქვს თიბისი დაზღვევის სამოგზაურო პოლისი და საზღვარგარეთ ხარ, მაგრამ დაწესებული შეზღუდვების გამო, პოლისის ამოწურვამდე ვერ ახერხებ საქართველოში დაბრუნებას, ჩვენ შენს სამოგზაურო პოლისს 14 დღით, დამატებითი თანხის გარეშე გაგიხანგრძლივებთ. 
  • ყველა შემთხვევა, რომელიც სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გათვალისწინებით  ანაზღაურებას ექვემდებარება, აგინაზღაურდება ფრანშიზის გარეშე.
  • საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში შეგიძლია ისარგებლო REDMED-ის აპლიკაციით, - მიმართო ნებისმიერ ექიმს ვიდეო- ან აუდიოკონსულტაციისთვის და  ამ შემთხვევაშიც ფრანშიზის გარეშე აგინაზღაურდება. ამისათვის, უნდა დარეკო თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზზე და აპლიკაციით უფასო სარგებლობისათვის მიიღო პრომოკოდი. 
  • ასევე,  აგინაზღაურდება REDMED-ის ან ადგილობრივი ექიმის  გამოწერილი  გაციების და/ან გრიპის დროს საჭირო 7 დღის მოხმარების მედიკამენტების ღირებულება.

აღნიშნული პირობებით სარგებლობისთვის დაგვიკავშირდი ნომერზე:  032 2 41 11 11 ან მოგვწერე მეილზე:  travel@tbcinsurance.ge

არ დაგავიწყდეს, თუკი მოგზაურობისას სამედიცინო დახმარება დაგჭირდა, ჩვენი სამოგზაურო ასისტანსი უწყვეტ რეჟიმში მოგემსახურება. ამისათვის, Facebook Messenger-ში მიწერე ბი ბოტს ან დაგვირეკე ნომერზე: +7 (495) 787 21 78