facebook logo

სიახლე

მადლობა, რომ გვაზღვევ!

#მადლობა, რომ გვაზღვევ! - თიბისი დაზღვევის ახალი კამპანიაა, რომელიც COVID-19 ვირუსის გამო  ადამიანების გამხნევებას და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვას ემსახურება.

სანათი, ბიჭი, გოგო

მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო, მოსახლეობაში შიში და სტრესი უფრო და უფრო მატულობს. თიბისი დაზღვევა მიიჩნევს, რომ ასეთ დროს, კაის თქმა არათუ მოსულა, არამედ  აუცილებელიც კია, და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ეს ადამიანები დიდ მადლობას იმსახურებენ!

მოსახლეობის მხარდასაჭერად თიბისი დაზღვევამ  შექმნა   Facebook-ჯგუფი  – ჯგუფი ერთობა, რომელიც მათ, მადლობის ნიშნად, სტრესისგან აზღვევს. 

ბიჭი, წიგნი, კომპიუტერი, ხილი

ჯგუფ ერთობას სჯერა, რომ ერთობა ასეთ დროს ყველაზე მეტად მოსულა და მნიშვნელოვანია, ერთმანეთს სტრესისა თუ მოწყენილობის მარტივად დაძლევაში დავეხმაროთ. ამიტომაც, ჯგუფის წევრები ერთმანეთს აქტიურ ციფრულ სოციალიზაციასა და სტრესის შემცირებაში  ეხმარებიან. ისინი   სახლში გართობის  უამრავ საინტერესო და სასარგებლო ხერხს გვიზიარებენ.

ჩუსტები, ბიწუნა, მაგიდა, ყვავილი

თუ თვითიზოლაციაში ხარ და დროის სახალისოდ თუ საინტერესოდ გატარება გინდა, ან თვითიზოლაციაში არ ხარ, მაგრამ, მადლობის ნიშნად, გსურს იზოლირებული მეგობრები გაახალისო  და დროის  საინტერესოდ გატარების გზების პოვნაში დაეხმარო, მაშინ აუცილებლად შემოგვიერთდი ჯგუფში: 

#მადლობა, რომ გვაზღვევ!