facebook logo

სიახლე

COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევა ბიზნესისთვის

თიბისი დაზღვევა ბიზნესს ახალ პროდუქტს COVID-19-ის ვირუსის გართულებული შემთხვევებისგან დაზღვევას სთავაზობს. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სულ უფრო და უფრო აქტუალურია ადამიანებისათვის პანდემიამდე არსებული ცხოვრების რიტმის შენარჩუნება, რაც ხშირ შემთხვევაში, მატერიალურ სტაბილურობასთანაა კავშირში. 

ექიმი, ანალიზი

სწორედ ამიტომ, კომპანიებს თანამშრომლებისათვის COVID-19-ის ვირუსის გართულებული შემთხვევებისგან დაზღვევას ვთავაზობთ.

დაზღვევა COVID-19 მოქმედებს ადამიანზე, რომელსაც დაუდგინდება ახალი კორონავირუსი და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა დასჭირდება დაავადების მძიმე მიმდინაროების გამო. დაზღვეული მსგავს შემთხვევაში, ანაზღაურებას  10,000 ლარის ოდენობით მიიღებს. 

ხოლო, დაზღვეულის კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახი ანაზღაურებას 50,000 ლარის ოდენობით მიიღებს. 

რა ღირს დაზღვევა
-    დაზღვევის ჯამური ღირებულება შეადგენს 19 ლარს და განისაზღვრება ერთჯერადი გადახდით.

ვისთვის არის დაზღვევა 
-    18-დან 65-წლამდე საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ადამიანები

დაზღვეული რისკები
-    ენდოტრაქეალური ინტუბაციის საჭიროება ან მექანიკური ვენტილაცია
-    სეფსისი
-    სეპტიური შოკი
-    მეტაბოლური აციდოზი
-    მულტი-ორგანოთა უკმარისობა 
-    გარდაცვალება.

მოცდის პერიოდი
-    ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღე.

მოქმედები ვადა
-    ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2020-მდე.