facebook logo

ბლოგი

5 მარტივი გზა სახლის ინტერიერის ცვლილებისთვის

სახლი ყველას უყვარს. თუ შენი გემოვნებისა და სურვილისამებრ შეძელი მოწყობა, მაშინ განსაკუთრებულადაც კი გიყვარს.  მაგრამ სულ ერთი და იმავე ავეჯისა და კედლების ყურება მაინც მარტივად გბეზრდება. ახალი რემონტი კი დიდ ენერგიასთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, ისეთ ცვლილებებზე უნდა იფიქრო, რომელთა გაკეთებასაც  მინიმალური დანახარჯითა და საკუთარი ხელით შეძლებ, ისე რომ არსებითად არაფერი შეცვალო, თუმცა ინტერიერი მაინც განახლებული აღმოჩნდეს. ასეთ დროს კარგი გამოსავალია, თუ კედლებზე დაიწყებ ფიქრს და სახლში არსებული ლამაზი ნივთებით მის სხვადასხვა ვარიანტს წარმოიდგენ. 

თეფსები კედელზე

თეფშები 

სახლის მოწყობის იდეები და სტილი ათწლეულიდან ათწლეულამდე, ზოგჯერ კი წლიდან წლამდე იცვლება. შესაბამისად, ჩვენში ალბათ უმრავლესობას დაუგროვდებოდა ბებიებისა და დიდი ბებიების  დიდი მონდომებით ნაგროვები ნატიფი თეფშების ბევრი ლამაზი ნაკრები. ამგვარ კოლექციებს, უმეტესად, მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვს. ამიტომ, თუ სახლში ბევრი ლამაზი თეფში გაქვს, რომელსაც თავისი პირველადი დანიშნულებით იცი არასდროს გამოიყენებ, მაშინ შეგიძლია რომელიმე ოთახის კედელი გაალამაზო და მათი მეშვეობით სახლიდან გაუსვლელად შეცვალო ინტერიერი. 

ხალიცა კედელზე

ხალიჩები

ადრე ხალიჩებს  აქტიურად მოიხმარდნენ.  ულამაზესი ორნამენტებითა და ძვირფასი თუ ჩვეულებრივი ძაფებით ნაქსოვი  ხალიჩები იმგვარი ნივთებია, რომლებიც დროის სვლის მიუხედავად, სილამაზეს მაინც ინარჩუნებენ. თუმცა, თუ შენთვის ხალიჩის დაგება მხოლოდ დამატებით მტვრის ფენასა და მუდმივად წმენდასთან ასოცირდება, მაშინ შეგიძლია ხალიჩასაც რომელიმე კედელზე მიუჩინო ადგილი და სახლში ეგზოტიკური გარემო შექმნა. 

ნახატები კედელზე

ბავშვის ნახატები

თუ სახლში ბავშვიც გყავს და თან ხატვაც მოსწონს,  მაშინ კარგად გეცოდინება, რა რთულია მისი თითოეული მნიშვნელოვანი ნახატის შენახვა, ისე რომ არც დაიკარგოს და არც დაიხეს. მაგრამ,  გიფიქრია, რომ თუკი მათ თეთრ ჩარჩოებში მოათავსებ და კედელზე დაკიდებ, შესაძლოა ამ ნახატებით  შესანიშნავი დეკორაცია შექმნა? კედელს ხომ გაალამაზებ  და თანაც ყოველთვის ზუსტად გეცოდინება, რომ შენი პატარას შემოქმედება საიმედოდაა დაცული.

ქუდები კედელზე

ქუდების კედელი 

არაორდინარული და ლამაზი ქუდები, როგორც ადრე,  დღესაც ძალიან პოპულარულია. თუკი შენც ძალიან გიყვარს შლაპები და მათი შეგროვება, მაშინ სახლში საკმარისი რაოდენობისაც გექნება და ქუდების კედლის გაკეთებასაც შეძლებ. შლაპებით მორთული კედელი გარდა იმისა, რომ უცხო და ლამაზია, დამატებით დეკორატიულ სათავსოს  შექმნის შენი ქუდებისთვის.  

სარკეები კედელზე

სარკეების გალერია

ხელის სარკეები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.  გიფიქრია, რომ მათი მეშვეობით უღიმღამო კედელი შეიძლება ძალიან საინტერესო  გახადო? თუ უკვე ბევრი არ გაქვს, მაშინ შეაგროვე რამდენიმე ხელის სარკე, შეღებე მათი ჩარჩოები ერთ ფერში და კედელზე განათავსე.  შედეგით თავადაც  გაოცებული დარჩები.   

ახლა, როცა სახლი მარტივი ცვლილებებით მოწყენილობისაგან დააზღვიე, შეგიძლია შენი ბინის დაზღვევაზეც იფიქრო, რომელიც გაუთვალისწინებელ ხარჯებს იმ შემთხვევაში აგინაზღაურებს, თუ შენი ბინის რემონტი, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაზიანდება. დაზღვევის შესაძენად გადადი ლინკზე: https://bit.ly/2X97m7M

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე

შეიძინე ონლაინ