facebook logo

სიახლე

აგროდაზღვევის ფარგლებში 2019 წელს 2 მილიონი ლარი ანაზღაურდა

თიბისი დაზღვევამ 2019 წელს აგროდაზღვევის ფარგლებში 228 ფერმერებს ჯამურად 2 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.

აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც შეიძლება სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს. 

დაზღვეული რისკებია:  სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და ვაზი. 

აგროდაზღვევა 2020

სახელმწიფო პროგრამით გათვალისიწინებული აგროდაზღვევის მიმართულება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს ვაზის კულტურის შემთხვევაში, ხოლო სხვა კულტურებზე თანადაფინანსება 70%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც  შეუძლია. 

აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ ადამიანისთვისაა შესაძლებელი, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა, მიწა რეგისტრირებული იყოს  საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს, ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში.  თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის.

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის ფილიალებში.