პირველი ქართული ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა REDMED-ისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი აქციის ფარგლებში, მომხმარებლები შეძლებენ მიიღონ 20% ფასდაკლება REDMED-ის ნებისმიერ სერვისზე შეუზღუდავი რაოდენობით მთელი წლის განმავლობაში.
აქციაში ჩასართავად, თიბისი დაზღვევის მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს REDMED-ის პლატფორმაზე და გაააქტიუროს პრომო კოდი, რომელსაც SMS შეტყობინების ან მეილზე ნიუსლეთერის სახით მიიღებს. კოდის აქტივაციის შემდეგ მომხმარებელი და მისი ოჯახის წევრები მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით სასურველ სამედიცინო სერვისებზე.
ფასდაკლების კოდის აქტივაციისათვის გადადი ბმულზე: https://bit.ly/tbci_redmed
ამჟამად REDMED-ი მომხმარებელს სამი ტიპის სერვისს სთავაზობს:
- ექიმი ჩემთან - სპეციალისტის სახლში გამოძახების სერვისი. სახლში ვიზიტის დროს ექიმი უკეთ ახერხებს პაციენტის გასინჯვას, რადგან ამავდროულად ეცნობა მის საცხოვრებელ გარემო-პირობებს. ვიზიტის შემდეგ ექიმი პაციენტს გადასცემს დანიშნულებასა და ბეჭდით დამოწმებულ საკონსულტაციო ბარათს.
- ვიდეო რჩევა - ექიმის კონსულტაცია ვიდეო ზარის საშუალებით. ხშირ შემთხვევაში ვიდეო კონსულტაცია სრულად ანაცვლებს კლინიკაში მისვლის საჭიროებას, რადგან პაციენტი ახერხებს, ექიმს მოუყვეს ჩივილების შესახებ და ასევე აჩვენოს ვიზუალურად გამოხატული სიმპტომები.
- აუდიო რჩევა - პაციენტი ექიმს უკავშირდება აუდიო ზარის საშუალებით და იღებს კომპეტენტურ რჩევებს. განსაკუთრებით ეფექტურია ექიმთან კონსულტაციის შემდგომ პერიოდში, მკურნალობის პროცესის სამართავად.
REDMED-ის სერვისის დასრულებიდან მომავალი 48 საათის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია სრულიად უფასოდ დაუკავშირდეს ექიმს ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში.
ფასდაკლების კოდის აქტივაცია შესაძლებელია მხოლოდ აქციის პერიოდში, აქცია სრულდება 28 ივნისს.