facebook logo

ბლოგი

რა შემთხვევაში დაგეხმარება აგროდაზღვევა

სოფლის მეურნეობა ფერმერის დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. კულტურების შერჩევის პროცესი, დარგვა, შემდეგ ყოველდღიური ზრუნვა მათ გასახარებლად და საბოლოოდ მთელი რუტინა ბავშვის აღზრდას ემსგავსება. ფერმერიც ხომ საკუთარი შვილივით უვლის თავის ნერგებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გულმოდგინედ მიჰყვები შენს სოფლის მეურნეობას, მაინც არსებობს რისკი, რომ მოსავალი რაიმე სტიქიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, აგროდაზღვევა იმ გაუთვალისიწნებელ დანახარჯებს აგარიდებს თავიდან, რომელიც მოსავლის უეცარ განადგურებას შეიძლება მოჰყვეს:
 

სეტყვა 

საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში სეტყვა ფერმერებისათვის დიდ პრობლემას წარმოაგდენს. წლის თბილ პერიდში სტატისტიკურად მარტში, მაისში, ივნისსა და ოქტომბერში კახეთში აგრარურ კულტურებს განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს 2-3-დღიანი სეტყვა. 

ქარიშხალი

სეტყვას, უმეტეს შემთხვევაში, წინ უძღვის ქარიშხალი. შესაძლებელია სეტყვა არ დაატყდეს თავს ფერმერს, თუმცა ქარიშხალმა არანაკლები ზიანი მოუტანოს მის ხეხილსა და მარცვლეულს. ხშირია შემთხვევები, როცა ქარიშხალი ვნებს ვაზს მწკრივების მიწაზე დაწვენითა და ყურძნის გაშავება, დალპობით. 

წყალდიდობა

შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონისათვის არანაკლებ დამახასიათებელია სეზონური წყალდიდობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაყოფიერებას უშლის ხელს, ვინაიდან ვერ ხერხდება ნიადაგის სრულად დაცვა და მოსავლის განადგურების შესაძლებლობაც დიდია. 

საშემოდგომო ყინვა 

თუ ციტრუსოვანი კულტურები მოგყავს, საშემოდგომო ყინვის უარყოფით მხარეებსაც კარგად იცნობ და ისიც იცი რამხელა ზიანს აყენებს საშემოდგომო ყინვა შენს მოსავალს. 

სწორედ ამიტომ, აგროდაზღვევა დაგიცავს ჩამოთვლილი რისკებისაგან და შენს მატერიალურ სტაბილურობას უზრუნველყჰოფს იმ შემთვევაში, თუ შენს მოსავალს ერთი ან რამდენიმე სტიქიური მოვლენა დააზიანებს. 

დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს ვაზის კულტურის შემთხვევაში, ხოლო სხვა კულტურებზე თანადაფინანსება 70%-ია.  დაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხის სახითაც შეგიძლია. 

აგროდაზღვევის შეძენა იმ ფერმერებისთვისაა შესაძლებელი, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა, მიწა რეგისტრირებული იყოს  საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს, ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში.  თუ სახელმწიფო პროგრამის რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებ, შეგიძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიო და სადაზღვევო პრემიის ღირებულება შენით სრულად გადაიხადო.

აგროდაზღვევის შეძენა შეგიძლია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონალურ ფილიალებში. 

დაზღვევის დეტალური პირობების გასაგებად გადადი ბმულზე და დაგვიტოვე საკონტაქტო ნომერი: https://bit.ly/3cJuXCC