facebook logo

სიახლე

რეიმანის ლაბორატორიის გამოძახება სახლში

თიბისი დაზღვევა აგრძელებს დისტანციური სერვისების დანერგვას და ამჯერად ივნისის ბოლომდე დამატებითი ღირებულების გადახდის გარეშე გთავაზობს რეიმანის ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების სერვისს. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის ანალიზის შეგროვება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.

თიბისი დაზღვევის სტრატეგიული პარტნიორი, „რეიმანის“ კლინიკა, უკვე გაიხსნა. რეიმანი არის ახალი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელსაც  ხელმძღვანელობს გუნდი 27-წლიანი გამოცდილებითა და პროფეზიონალიზმით. კლინიკის პრიორიტეტია დაამკვიდროს სისტემის პაციენტ-ცენტრული მოდელი, რომლის მთავარი ღირებულება პაციენტის საჭიროებებსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.  

ანალიზების ჩაბარება სახლში, დამატებით დროის დანახარჯს აგარიდებს თავიდან. კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია Roche-ს უახლესი, სრულად-ავტომატიზირებული დახურული სისტემის აპარატურით. სისხლის აღებისას გამოიყენება Becton Dickinson (BD)-ის წარმოებული ვაკუუმური სისტემები, რაც განაპირობებს სისხლის შეგროვების მაქსიმალურ უსაფრთხოებას.

დამატებითი ინფორმაციისა და ლაბორატორიის სახლში გამოძახების სერვისით სარგებლობისათვის დაუკავშირდით რეიმანის კლინიკას ნომერზე: (032) 2 121 122