facebook logo

ბლოგი

როგორ შევარჩიოთ სახლის მცენარეები ბავშვებისთვის

სახლში ბუნებრივი და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად მცენარეების მომრავლება  ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ბავშვებიც არიან, თუმცა ამ დროს უნდა გაითვალისწინო, რომ ყველა მცენარე უსაფრთხო არ არის პატარა ბავშვისთვის, მაგალითად, სპატიფილუმი, ფილოდენდრომი და ზოგიერთი სუკულენტა. 

ზოგადად, მცენარეები ამცირებს სტრესს, შფოთვასა და დეპრესიას, რაც საბოლოოდ  მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. 

ლამაზია სახლი

მცენარეების დაყოფა საფრთხის შემცველად და უსაფრთხოდ მათი ტოქსიკური და არატოქსიკური ბუნებითაა  განპირობებული.  უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ზოგიერთი მცენარე შესაძლოა ადამიანისთვის მომწამვლელი იყოს, თუ ის  კანს შეეხება ან თუკი გემოს გაუსინჯავ. სწორედ ამიტომ, თუ სახლში ბავშვები გყავს, რეკომენდებულია, სანამ ახალ მცენარეს შეიძენდე, აუცილებლად გადაამოწმო მისი „ტოქსიკურობის ხარისხი“.

თუმცა, არსებობს ბევრი ისეთი მცენარეც, რომელიც შეგიძლია ზედმეტი ნერვიულობისა და ფიქრის გარეშე შეიტანო საკუთარ სივრცეში, სადაც აქტიური პატარებიც  არიან. 

ბოსტონური გვიმრა (Boston Fern)
ბოსტონური გვიმრა საკმაოდ კარგად ატენიანებს ჰაერს, ამიტომ ძვირად ღირებული ჰაერის დამატენიანებლების  ნაცვლად, რამდენიმე გვიმრის შეძენით სახლში უსაფრთხო და ბუნებრივი ჰაერის დამატენიანებელიც გექნება. ბოსტონური გვიმრა ხშირად შესაძლოა დაკიდებული ქოთნითაც შეგხვდეს. ის ძალიან უხდება სახლის ინტერიერს. 

გვიმრა

სოლეროლია (Baby’s Tears Helxine Soleirolii)
სოლეროლიას ძალიან ბევრი პატარა,  ბავშვის ცრემლის ფორმის ფოთლები აქვს. მისი ფოთლები მუდმივად იზრდება, ამიტომ, უმეტესად მაღალ თაროზე დებენ ან სპეციალური კალათისა და ქოთნით კიდებენ.  

დაკიდებული ყვავილი

ობობისებრი ქლოროფიტუმ კომოსუმი (The Spider Plant)
უფრო ხშირად ცნობილია, როგორც ობობა-მცენარე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა სახლის პირობებში მოსავლელად. გარდა ამისა, ობობა-მცენარე ძალიან კარგად ფილტრავს და ასუფთავებს  ორგანული მინარევებით (ბენზოლით, აირით,  ფორმალდეჰიდითა და ქსილენით) გაჯერებულ ჰაერს. ეს ორგანული ნივთიერებები ჰაერში გროვდება  ავეჯისა და საღებავების გამო, რადგან რეზინის, ტყავისა და სხვა მასალების წარმოებაში  აქტიურად იყენებენ. 

ობობისებრი ყვავილი

აფრიკული სენპოლია (African Violet Plants)
აფრიკული სენპოლია თავისი სილამაზისა და  თითქმის მთელი წლის განმავლობაში  ყვავილობის გამო, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახლის მცენარეა მსოფლიოში.  სილამაზის მიხედვით ბევრი ადამიანი ინტერიერის საუკეთესო ბუნებრივ დეკორაციადაც მიიჩნევს და რაც ყველაზე მთავარია, აფრიკული სენპოლია სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. 

იასამნისფერი ყვავილი

შლუმბერგერა (Christmas Cactus)
შლუმბერგერა კიდევ ერთი უსაფრთხო და მარტივად მოსავლელი მცენარეა. 

კაქტუსი

მორწყვა თვეში მხოლოდ ერთხელ სჭირდება და საუკეთესოა დასაწყისისთვის,  თუკი გვინდა, რომ ბავშვს მცენარეების მოვლა და გახარება ვასწავლოთ. 

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე