facebook logo

ბლოგი

რა უნდა გაითვალისწინო ორსულობის დროს ავტომობილის მართვისას

გადატვირთული მოძრაობა დღეს ყველა დიდი ქალაქისთვისაა დამახასიათებელი. მანქანების რიცხვის ზრდა შეუქცევადი პროცესია, შესაბამისად, ავტომობილის მართვისას განსაკუთრებით დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდო უსაფრთხოების წესების დაცვასა და სწორად  მოძრაობას.   ეს  საკითხი კიდევ უფრო მეტად საფრთხილოა,   თუ ორსულად ხარ. რეკომენდებულია, რომ  ორსულობის პერიოდში  თავი შეიკავო ავტომობილის მართვისაგან. თუმცა, თუ გადატვირთული გრაფიკისა და ყოველდღიური საჭიროების გამო მაინც აღმოჩნდი საჭესთან, აუცილებლად გაითვალისწინე:  

• არ შეიკრა ქამარი უშუალოდ მუცელზე. ღვედი შეკვრისას მოათავსე მუცლის ქვემოთ ისე, რომ მოხერხებულად ერგებოდეს ბარძაყებსა და მენჯის ძვლებს. 

ორსულობა, გოგო, ღვედი

• მხრის ღვედი გულის მიდამოს ირგვლივ, მკერდს შორის უნდა მოაქციო ისე, რომ ლავიწის ძვლის შუა პროპორციაზე გადიოდეს და კისერისგანაც მოშორებით იყოს. 

• არასოდეს ამოიდო მხრის ღვედი მკლავის ქვეშ, ან ზურგის უკან. 

• მანქანის მართვისას დაიცავი 25-სანტიმეტრიანი დისტანცია საჭესა და მკერდის ძვალს შორის. 

• თუკი შენს ავტომობილს აირბაგის ჩართვა-გამორთვის სისტემა აქვს, ყოველთვის დარწმუნდი, რომ იგი ნამდვილად ჩართულია. 

აირბაგი, მანქანა

• მუცლის  ზრდასთან ერთად, შესაძლოა გაგიჭირდეს საჭესა და მკერდის ძვალს შორის სასურველი დისტანციის დაცვა. ამიტომაც, თუ მანქანას დახრილი საჭე აქვს, დარწმუნდი, რომ ის დახრილია მკერდის ძვლისკენ და არა შენი მუცლის, ან თავის მიმართულებით. 

• თუკი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდი, გამოკვლევებისათვის მიმართე ექიმს, მიუხედავად იმისა, თავს კარგად გრძნობ თუ არა. 

პატარა ბავშვი, მანქანის სავარძელი

საბოლოოდ, მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე 2-3 კვირით ადრე გაითვალისწინე, რომ ბავშვის სპეციალური სავარძელი უნდა შეიძინო და მოარგო შენს ავტომობილს. მიუხედავად იმისა, საჭეს შენ მართავ თუ არა, ბავშვის სამშობიაროდან სახლში გადაყვანა მხოლოდ სპეციალური, მანქანაში ჩამაგრებული სავარძლით არის დასაშვები. 

შავი ავტომობილი, სტიკერი

აქ და ახლა, როცა მინიმალური უსაფრთხოების წესებს სწორად იცავ, შენი ავტომობილის დაცულობაზე, ანუ დაზღვევაზეც, შეგიძლია იფიქრო, რაც არასასურველ დანახარჯებს აგარიდებს თავიდან.  ავტოდაზღვევა, სხვა რისკებთან ერთად, გიცავს იმ გაუთვალისწინებელი ხარჯებისაგან, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას შეიძლება მოჰყვეს. 

დაზღვევის დეტალური პირობების გასაგებად გადადი ბმულზე და დაგვიტოვე საკონტაქტო ნომერი: https://bit.ly/2ySUZF5

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე