facebook logo

ბლოგი

300,000 ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის სრულად გაიცა

თიბისი დაზღვევამ COVID-19-თან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად სპეციალური ფონდი შექმნა, რომელიც უკვე სრულად გაიცა. 

300,000 ლარი გადაეცა მედპერსონალს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში COVID-19-ით ინფიცირებულებს უშუალოდ მკურნალობდნენ და პაციენტებთან მჭიდრო კავშირის გამო, თავადაც საფრთხის ქვეშ იყვნენ. 

„არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი ექიმები - საკუთარი საქმის პროფესიონალი და გაბედული ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ. მიგვაჩნია, რომ მაღალი რისკის ზონაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს დღეს განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება - მათი როლი და ჩართულობა ფასდაუდებელია. სწორედ ამიტომ, 300,000 ლარიანი ფონდით შევუერთდით COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებელ პროგრამას - #თიბისიშენთვის და კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედეთ. “  - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

ფონდი პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში შეიქმნა და 10,000 ლარამდე კომპენსაციას ითვალისწინებდა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე COVID-19-ის ვირუსით დაინფიცირებული ექიმების, ექთნებისა და სანიტრებისთვის. 

ფონდის დახმარება მიიღო 90-მა ადამიანმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის იბრძვის და  საკუთარ და  ოჯახის წევრების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.