facebook logo

ბლოგი

ღამის შიშები ბავშვებში

ადამიანი სიზმრებს მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ხედავს.  სიზმრებს ხედავენ ბავშვებიც და თანაც, განსაკუთრებული ინტენსივობით.  თუ ბავშვს კარგი სიზმარი ესიზმრება, მაშინ სანერვიულოც არაფერია. თუმცა, აუცილებელია ცოტა რამ ღამის შიშების შესახებაც იცოდე.

არსებობს ორი კატეგორია: კოშმარები (nightmares) და ძილის/ღამის შიშები (sleep/night terrors).

ქერა ბავშვი, სათამაშო

ძილის შიშები ძალიან განსხვავდება კოშმარებისგან და, უმეტესად, 3-დან  8-წლამდე ბავშვებში იჩენს თავს. მოზარდი,  რომელსაც ძილის შიშები აქვს, შეიძლება შფოთავდეს, იქნევდეს ხელებს და  ისიც შესაძლოა, რომ ვერც კი  გიცნოს, როცა დასამშვიდებლად მიუახლოვდები.

ბავშვი პიჟამო

ამგვარი ქცევა ღრმა ძილიდან გამოსვლას,  ან  ისეთ უეცარ გამოღვიძებას მოჰყვება ხოლმე, როცა  ბავშვი სიზმარს არ ხედავს. ამ დროს მას თვალები გახელილი აქვს, თუმცა სრულად არ არის გამოსული ძილის ფაზიდან და მომხდარის შესახებ დილითაც არაფერი ახსოვს, ამიტომ მის მენტალურ ჯანმრთელობასაც არაფერი ემუქრება.

ასეთი ეპიზოდები ღამის ადრეულ ეტაპს  ახასიათებს  და რამდენიმე წუთს გრძელდება (დაახლოებით - 15 წუთი). ზოგჯერ შეიძლება ღამეში რამდენჯერმეც განმეორდეს.

სათამაშო რობოტი

ღამის შიშები განსაკუთრებით ახასიათებთ იმ ბავშვებს, რომლის ოჯახის წევრებსაც გენეტიკურად  აქვთ მსგავსი გამოცდილება, ან მიდრეკილება ე.წ. მთვარეულობისკენ.

გამომწვევი მიზეზები კი სხვადასხვა შეიძლება იყოს:

  • დაღლილობა, გრიპი ან კონკრეტული ტიპის მკურნალობა, რომელიც ღრმა ძილის ფაზას ზრდის .
  • შფოთვა,  აგზნება, აღელვება, უეცარი ხმაური

ბავშვი ტირის

საუკეთესო რამ, რაც შეგიძლია გააკეთო, როცა შენს პატარას ღამის შიშები აქვს,   სიმშვიდის  შენარჩუნებაა და მოცდა, სანამ ბავშვი არ დამშვიდდება. არ დაელაპარაკო  და არ გააღვიძო. უეცარი გამოღვიძების დროს დიდი შანსია,  ვერ გიცნოს და უფრო შეშინდეს. ღამის შიშები შეიძლება შენთვის საკმაოდ შემაშფოთებელი სანახაობა აღმოჩნდეს, თუმცა ბავშვს არაფერს ვნებს.

ვინაიდან ღამის შიშის ეპიზოდები მეხსიერებიდან უკვალოდ ქრება, შეგიძლია ბავშვთან ზოგადი საუბრით გაარკვიო, რამე ხომ არ აწუხებს,  რამეზე ხომ არ ღელავს. 

როგორც ხედავ, ძილის შიშებში სანერვიულო არაფერია, თუ გსურს ბავშვებში ცუდი სიზმრების (კოშმარების) შესახებაც მეტი იცოდე, გირჩევ მომდევნო ბლოგიც არ გამოტოვო, რომელსაც სულ მალე შემოგთავაზებთ. 

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე