facebook logo

სიახლე

საუკეთესო ავტოდაზღვევა

თიბისი დაზღვევა 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე ისევ #1 ადგილს იკავებს, როგორც ბაზრის წილის, ასევე ანაზღაურებული თანხის ოდენობით. 

2020 წლის მონაცემებით, ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 5,822,840 ლარი აუნაზღაურა. აქედან, დისტანციურად ანაზღაურდა 1,094,652 ლარი. ხოლო კომპანიის ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების ბაზრის წილი 28.8%-ია. 

ფერადი მილები

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვადევნოთ თვალი დაზღვეულთა მოთხოვნებს და საჭიროებებს. შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მათ საჭიროებებსა და სურვილებს. ეს კი თავის მხრივ, მომსახურებისა და სერვისის მაღალ ხარისხთან ერთად, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობას სადაზღვევო ბაზარზე“. - ივა კახაძე, საცალო და ალტერნატიული გაყიდვების უფროსი. 

ავტოდაზღვევის შეძენა მარტივად, სულ რამდენიმე წუთში, ონლაინ არის შესაძლებელი. მეტი: https://bit.ly/2N9kZzx