„დიდი სახლის პატარა დიასახლისებს“ სივრცის გაზრდაზე ფიქრი სულაც არ სჭირდებათ, მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ პატარა სახლის დიდი დიასახლისი ხარ? პატარა სახლი სიმყუდროვისა და სითბოს შეგრძნებებს აცოცხლებს, კარგია სტრესის შესამცირებლადაც. თუმცა, პატარა სახლის დიასახლისებისათვის ხშირად მნიშვნელოვანია მათი ბინა მაქსიმალურად წარმოაჩენდეს ფართობს, რაც დიდი სივრცის ილუზიის შექმნას გულისხმობს. ამ ეფექტის მისაღწევად კი რამდენიმე მარტივი რჩევა ნამდვილად დაგეხმარება:
როდესაც პატარა ოთახისთვის ავეჯს არჩევ, ყველაფერი პროპორციებზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ სივრცის აღქმა გაზარდო, ავეჯის დადგმისას ყოველთვის დატოვე მცირე ადგილი კედელსა და ავეჯის მხარეებს შორის. (გამონაკლისია მხოლოდ საძინებელი. მაგალითად, ორ კედელს შორის მოქცეული საწოლი კომფორტულ, მშვიდ გარემოს ქმნის და შესაბამისად, უფრო მშვიდ ძილსაც განაპირობებს).
ასევე, მოერიდე მძიმე, მასიურ ავეჯს, რომელიც ოთახის სივრცის დიდ ნაწილს იკავებს და თითქოს „ჭამს“ მას. უკეთესი იქნება, თუ ისეთ მასალას გამოიყენებ, რომელიც შთანთქავს სინათლეს და მას ქვევით მიმართავს. გლუვი ტახტი ან სავარძელი იმდენივე დასაჯდომ ადგილს შექმნის, რამდენიც სხვადასხვა ავეჯით გადატვირთულ ოთახში შეიქმნებოდა, მაგრამ შესამჩნევად ნაკლებ სივრცეს დაიკავებს.
თუკი ნახატები და სარკეებიც გიტაცებს, ისინი კედელზე დაკიდე. ნუ შეავსებ გამოსადეგ სივრცეს ნახატებისა და სარკის იატაკზე დადგმით.
დაბალი ავეჯი, რომელიც იატაკთანაც ახლოსაა, ძალიან მარტივად შექმნის ღია, გაშლილი სივრცის შეგრძნებას, სწორედ იმიტომ, რომ მეტ ადგილს დატოვებს კედელზე - იატაკსა და ჭერს შორის.
საძინებლისთვის ყველაზე კარგი ალტერნატივაა, თუ მატრასს პირდაპირ იატაკზე დადებ, ან, თუ უფრო გეკომფორტულება, სპეციალურ დაბალ ხის სადგამს გაუკეთებ.
უკეთ რომ ვთქვათ, დიდი სივრცის ილუზიის შექმნა პირდაპირ უკავშირდება ღიაობისა და მოძრაობის შეგრძნებას. ავეჯი, რომელიც შეხედვისთანავე სიმარტივისა და სიმსუბუქის წარმოსახვას ბადებს, ჰაერს საშუალებას აძლევს იმოძრაოს არა მხოლოდ მის ქვევით, არამედ მის გარშემოც.
ეს შეგრძნება საბოლოოდ ქმნის შერწყმის ეფექტს - თითქოს მთელ სივრცეში ყველა დეტალი მსუბუქად ლივლივებს. ამისათვის ნამდვილად გამოგადგება შუასაუკუნეების მოდერნული ავეჯი, დაბალიც და გრძელიც. ასევე, ვინტაჟური დასაკეცი სავარძელი (butterfly chair).
ნებისმიერი მსჯელობისას, რომელიც პატარა სივრცეებს ეხება, დიდი სივრცის ილუზიის შესაქმნელად აუცილებლად უნდა გაითვალისწინო სარკეები.
სარკე არა მხოლოდ სინათლეს აირეკლავს, აირეკლავს ხედსაც და შესაბამისად, ზრდის სივრცის აღქმას თვალისთვის.
როგორც სარკის შემთხვევაში ვთქვით, ყველაფერი დამოკიდებულია თვალის „მოტყუებაზე“. ფარდები სახლის მიღმა არსებულ ხედს ფარავს და სივრცის აღქმის შესაძლებლობას ზღუდავს.
ფარდა, უმეტესად, მხოლოდ ზედმეტ ნივთს მატებს ოთახს. თუმცა, პირადი სივრცის შეგრძნება და ზოგჯერ შემაწუხებელი მზისგან დაცვაც ხომ მნიშვნელოვანია? ამ შემთხვევაში უმჯობესია, თუ ფარდის ნაცვლად ჟალუზს, ან სინათლის გამტარ ბადეს დაამონტაჟებ.
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხალიჩის სწორად გამოყენება. უმჯობესია, თუ ხალიჩის იატაკზე დაფენას მოერიდები, თუმცა, თუკი მაინც გადაწყვეტ, მარტივი და მინიმალისტური ხალიჩა შეარჩიე, რომელიც არც თვითონ იქნება ბევრი ელემენტით დატვირთული და არც ოთახს გადატვირთავს.
ღია ფერები რომ დიდი სივრცის ილუზიას ქმნის, ეს უკვე ყველასთვის ნაცნობი ხერხია. თუმცა, იმის ცოდნაც მნიშვნელოვანია, რომ ამ ილუზიას ყველაზე კარგად თეთრი ფერი ერგება და განსაკუთრებით მაშინ, თუ კედელიცა და ჭერიც იმავე ტონალობისაა. ამ გზით ჭერსა და კედელს შორის არსებული საზღვარი თვალისთვის ნაკლებად აღქმადია და თითქოს ჭერის სიმაღლეც იზრდება.
თუ იმის შიში გაქვს, რომ ბევრი სითეთრე შენს მყუდრო სახლში სიცივის შეგრძნებას შემოიტანს, მაშინ შეგიძლია ეს „სიცივე“ სხვადასხვა „თბილი“ ელემენტით შეავსო, მაგალითად, ხისა და ხაოიანი ქსოვილის ავეჯითა თუ აქსესუარებით.
როცა შენს მყუდრო და პატარა სახლს ამ რჩევების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მყუდროს, თუმცა შესამჩნევად დიდს გახდი, გირჩევ, ამ სიმყუდროვისა და სივრცის შენარჩუნებაზეც იფიქრო. და ამაში ბინის დაზღვევა აუცილებლად დაგეხმარება: http://bit.ly/2OsHmkz
ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე