facebook logo

ბლოგი

როგორ უნდა შეარჩიო ავეჯი, თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავს

ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც ჰყოლია ოთხფეხა მეგობარი, კარგად იცის, თუ რამხელა საფიქრალია სახლის დეკორისა და ავეჯის შერჩევა. ეს ერთი შეხედვით თითქოს მარტივია, თუმცა თუ კარგად დაფიქრდები, მიხვდები, რომ უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ისევე როგორც ადამიანებს, შინაურ ცხოველსაც  შეიძლება ბევრ ქსოვილზე  ჰქონდეს ალერგია, ამიტომ, აუცილებელია გამძლე და მყარ მატერიას  მიანიჭო უპირატესობა და კიდევ ბევრი, ბევრი რამ იცოდე, რათა შენი საყვარელი სახლი მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში იყოს დაზღვეული მოულოდნელი ხარჯებისგან:  

ლეკვი, საყვარელი, ყვითელი ფონი

„ცხოველებისადმი  მეგობრული“ (pet-friendly) ავეჯი

ცხოველებისადმი  მეგობრული ავეჯი ძირითადად  დამზადებულია გაცილებით  გამძლე ქსოვილისგან, რაც გულისხმობს უფრო მეტ ამტანობას  მოჭიდების,   კლანჭებისა თუ ნაკაწრების მიმართ  (მაგალითად, Sunbrella). ასევე, უფრო მარტივია გასაწმენდად და გაცილებით იოლად შორდება მდგრადი ლაქები. ეს გადამწყვეტი კომპონენტია, რადგან ყველამ ვიცით, როგორი გაწვრთნილიც  უნდა იყოს ჩვენი მეგობარი, მოულოდნელი შემთხვევებისგან არასდროს ხარ დაზღვეული. 

მიუხედავად ამ კრიტერიუმებისა, ამგვარი  ავეჯი შეხებისას მაინც ნაზი, რბილი და სასიამოვნოა. თუ ავეჯის სახლში ცხოველებისადმი მეგობრულ ავეჯს მოიკითხავ, მრავალ ბრენდსა და მოდელს შემოგთავაზებენ და არც სხვადასხვა ფერისა თუ სტრუქტურის შერჩევა გაგიჭირდება. 

ავეჯი, ტახტი, ძაღლი, კოკერ სპანიელი

ხისტი კარკასი

სკამებისა და სავარძლების შერჩევისას  კარგი არჩევანია რაიმე მყარი და გამძლე მასალა, რომელსაც შეუძლია აიტანოს ცხოველის ხშირი ახტომა ან გადახტომა. თუნდაც წრეებზე სირბილი  ერთი სავარძლიდან მეორეში. ძაღლის შემთხვევაში, ისეთ აქტიურ ჯიშებს, როგორიცაა ბიგლი, კოკერ სპანიელი, ჯეკ რასელ ტერიერი და სხვა, სწორედ ამგვარად  მყარი და გამძლე ავეჯი სჭირდებათ. თუ შენს შინაურ ცხოველს რბილი ქსოვილების კაწვრა ძალიან ართობს, მნიშვნელოვანია ეს დეტალიც გაითვალისწინო და  სავარძლები და სკამები არა არბილი და ხავერდოვანი, არამედ უფრო მყარი, მაგალითად, ხის სახელურებითა და ფეხებით შეარჩიო.  

ავეჯი, სავარძლები, კოკერ სპანიელი

ნაკაწრების გამძლე ზედაპირები

თუ  ხის, მსხვრევადი ფილის ან ლამინატის იატაკი გაქვს, პატარა თათები მასზე ხშირად სრიალებს და დიდტანიანი ცხოველების შემთხვევაში,  როგორიცაა,  მაგალითად, ლაბრადორი, ან თუნდაც ჰასკი, დიდია   უეცარი შეჯახების და შესაბამისად, ავეჯის დაზიანების რისკი. ამის ასარიდებლად კარგი გამოსავალია ავეჯთან ახლოს ხალიჩის დაგება.  თუკი მინიმალისტურ და მარტივად გასაწმენ ხალიჩას შეარჩევ, ის ოთახის ინტერიერსაც ძალიან მოუხდება. 

ლაბრადორი, ფერადი ბალიშები

ბალიშები

ოდესმე გინახავს, შენი პატარა მეგობარი  როგორ გულმოდგინედ ცდილობს სავარძლის ან დივნის ბალიშები „ამოთხაროს“? პირადად მე ხშირად მიფიქრია, როგორ ამეცილებინა თავიდან „ოქროს მაძიებელ“ მეკობრეთა სცენა, სადაც მთავარ როლს ოთხი პატარა თათი ასრულებს. ასეთ დროს კარგი გამოსავალია დივანზე პლუშის გადასაფარებლისა   და რამდენიმე  ბალიშის შეძენა, რათა დივანს ერთგვარი დამცავი შრე გადააკრა. ალბათ, ყველა დამეთანხმება, გადასაკრავისა და ბალიშების შეძენა-გამოცვლა ბევრად იაფია, ვიდრე ახალი ავეჯის ყიდვა.  

ძაღლი, კურცჰაარი, ავეჯი, სარკე, ლეკვი

ყავისა და სამზარეულოს მაგიდები

თამაში ჩვენი შინაური ცხოველების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც, ყველას სურს ისეთი მაგიდა შეარჩიოს, რომელიც მოულოდნელ ნახტომებსა და „თავდასხმებს“ მარტივად გაუძლებს. იმისათვის, რომ პატარა თათებს სარბენად დიდი სივრცე შეუქმნა, მოერიდე მასიური მაგიდების შეძენას. თუმცა, ისიც გაითვალისწინე, რომ მაგიდას ფეხები აუცილებლად მყარი ჰქონდეს და თუ მინის ზედაპირს შეარჩევ, დამცავი შრის გადაკვრაც არ დაგავიწყდეს. ასე უფრო მეტად  დააზღვევ  უეცარი დაზიანებებისგან. 

ძაღლი წევს მაგიდაზე, ხის მაგიდები

თუკი ამ ბლოგში მოცემულ უკვე ნაცად რჩევებს გაითვალისწინებ, შენი და შენი ოთხფეხა მეგობრის თანაცხოვრება ბევრად მარტივი და სახალისო გახდება, შემდეგ კი შენი სახლის სხვა რისკებისგან დაზღვევაზეც შეგიძლია დაფიქრდე. ამაში კი  ჩვენ დაგეხმარებით. გადადი ბმულზე და რამდენიმე წუთში გაეცანი ბინის დაზღვევის პირობებს:  https://bit.ly/318YgdB

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე

შეიძინე ონლაინ