facebook logo

სიახლე

როგორ მოვაწყოთ სახლი სკანდინავიური სიმარტივით

სახლის მოწყობის ბევრნაირი სტილი და მიდგომა არსებობს, თუმცა განსაკუთრებული დახვეწილობით ცოტა თუ გამოირჩევა. ინტერიერის სკანდინავიური დიზაინი განპირობებულია მოდერნიზმის სკოლის გავლენით და შესაბამისად, მინიმალიზმით, სიმარტივითა და ფუნქციონალურობით გამოირჩევა. შეიძლება ითქვას, რომ სახლის მოწყობა სკანდინავიურ სტილში აქტიურად პირველად 1950-იან წლებში გამოჩნდა და ათწლეულებია არ კარგავს პოპულარობას. სწორედ ამიტომ, თუ შენც ინტერიერის სკანდინავიურ დიზაინს ანიჭებ უპირატესობას, ეს 7 რჩევა ნამდვილად დაგეხმარება: 

გააფორმე თბილი ქსოვილებით 

სკანდინავიური ქვეყნების უმეტესობას ექსტრემალურად ცივი კლიმატი და დაბალი ტემპერატურა ახასიათებს. ამიტომაც, სკანდინავიური დეკორისთვის თბილი ქსოვილების გამოყენებაა დამახასიათებელი. ეს ქსოვილები შესაძლოა დეკორატიული პლედებისა და ხალიჩების სახით შეიტანო სივრცეში, ხოლო მატერიად შალი ან თივთიკი, იგივე ანგორის მატყლი, გამოიყენო. 

შეარჩიე მარტივი დეკორატიული აქცენტები

როგორც უკვე აღვნიშნე, სკანდინავიური ინტერიერი მთლიანად სიმარტივეზეა აწყობილი. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება სკანდინავიური სამყოფი ოთახის მოწყობას, ყოველთვის მარტივი დიზაინის მქონე დეკორატიული აქცენტები შეარჩიე. თანაც, სამყოფი ოთახის მაგიდა შეგიძლია ელეგანტური კერამიკის ვაზებით გააფორმო. მეტი ტექსტურისა და სინაზის შესატანად სავარძლები გეომეტრიული ფიგურებიანი პრინტით გაწყობილი დეკორატიული ბალიშებითა და პლედებით შეგიძლია მოაწყო. 

გამოიყენე ცოცხალი მცენარეები

ასევე, ძალიან კარგი გადაწყვეტაა ბუნებრივი ელემენტების დამატება, რაც საბოლოო ჯამში, ცოცხალ ფერებსა და სიჯანსაღის შეგრძნებას ქმნის. სკანდინავიურ რეგიონში, ქუჩები ხშირად შეხვდებით ფლორისტებს, რომლებიც ტროტუარის მთელ გაყოლებაზე ყიდიან სხვადასხვა ყვავილსა და მათ შორის, თითქმის ყველა ფერის ტიტას. შესაბამისად, ამ ყვავილებს სკანდინავიურ სახლებშიც აუცილებლად ნახავთ. 

ფოკუსირდი ნეიტრალურ ფერებზე

არსებობს კონკრეტული ფერის პალიტრა, რომელიც ასოცირდება სკანდინავიურ დკორთან. ეს ფერები მოიცავს ნაცრისფერის სხვადასხვა ტონალობას, თეთრს, ყავისფერსა და შავს. ასე რომ, როდესაც სკანდინავიურ სამყოფ ოთახს მოაწყობ, ყურადღება მიაქციე სწორედ ამ ფერების გამოყენებას, რათა სიმშვიდისა და სისუფთავის ეფექტი შექმნა. როგორც წესი, სკანდინავიაში კედლებს თეთრად ღებავენ, რათა ავეჯი და დეკორატიული ნივთები გამოირჩეოდეს, მეტ აქცენტში მოექცეს. 

რაც შეიძლება მეტი სინათლე

სკანდინავიური სახლი სინათლესთან პირველ რიგში ასოცირდება. მათ ხომ დღის სინათლით ტკბობა დღეში მხოლოდ 7 საათის განმავლობაში შეუძლიათ. ამიტომაც, ფართო ფანჯრები და რაც შეიძლება ნაკლები ფარდის გამოყენება ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.



იმისათვის, რომ სივრცეში მეტი სინათლე შეიტანო იატაკიც თეთრ ან მოთეთრო ფერებში შეარჩიე, ამით როგორც სახლში სინათლის შეგრძენაბს გაზრდი, ასევე სივრცის აღქმასაც გააფართოვებ. რაც მთავარია, განათების სხვადასხვა ფორმა არ დაგავიწყდეს. სამრეწველო დიზიანიდან შეგიძლია გამოიყენო როგორც კედლის ბრა, ასევე გრძელსაკიდიანი ნათურები და სანთლის შუქიც კი. შანდლებსა და სანთლის განათებას შეუძლია სკანდინავიური მისაღები ოთახი უფრო მყუდრო, თბილი და რომატნიკული გახადოს. 

მოერიდე სივრცის ზედმეტი საგნებით გავსებას

მსგავსი ინტერიესითვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ყველანაირი ზედმეტი ნივთისგან თავის შეკავებაა. ამრიგად, ზედმეტი აურზაური თავიდან უნდა აირიდო და სივრცე მაქსიმალურად ჭკვიანურად დააორგანიზო.



რაც შეეხება დეკორაციას, ეს ის შემთხვევაა, როცა საკმაოდ გაცვეთილი ფრაზა „less is more” ყველაზე მეტად დაგეხმარება სივრცეში აქსესურაების სწორად განაწილოებასა და ვიზუალურად დამამშვიდებელი, მინიმალისტური ეფექტის შექმნაში. 

დაფიქრდი ფორმასა და ფუნქციონალურობაზე 

როდესაც სკანდინავიურ დიზაინში საქმე ავეჯს ეხება, სუფთა ხაზები აშკარა უნდა იყოს. მაგიდები, სკამები, სავარძელი და სხვა სკანდინავიური დეკორი აუცილებელია კავშირში იყოს გლუვ და მომრგვალებულ კუთხეებთან.



სკანდინავიური სტილი ასეევ გულისხმობს რაც შეიძლება მეტ ფუნქციონალურობასა და სივრცის დაზოგვით განაწილებას. ამისათვის, მრავალსართულიანი კედლის თაორები შეგიძლია გამოიყენო, რითაც როგორც ადგილს დაზოგავ, ასევე ვიზუალურად საინტერესო კონცეფციასაც შექმნი. 

როგორც ხედავ, თუ სახლს საკნდინავიური სიმარტივით მოაწყობ, თავს ერთფეროვნებისა და მოწყენილობისაგან ნამდვიალდ დაიზღვევ. თუმცა, შენი მინიმალისტური და ლამაზი სახლის დაზღვევაც არ დაგავიწყდეს, რაშიც ჩვენ დაგეხმარებით. გადად ბმულზე და სულ რამდნეიმე წუთში გაეცანი ბინის დაზღვევის პირობებს: https://bit.ly/318YgdB

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე
ფოტო: Pernilla Danielsson